დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იანუკოვიჩმა ოპოზიციას შესთავაზა ქვეყნის მართვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/26 17:23:38

25 იანვარს სამთავრობო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს განუცხადა, რომ  მთავრობა არ არის მზად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ოპოზიციას შესთავაზა ქვეყნის მართვა.

 


იანუკოვიჩმა პარტია "ბატკივშინას" ლიდერს, არსენ იაცენიუკს, პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, ხოლო ვიტალი კლიჩკოს - ვიცე პრემიერის თანამდებობა. იანუკოვიჩი მზადაა, შეცვალოს კონსტიტუცია,შეთავაზება ასევე გულისხმობს,რომ ამნისტია შეეხოს ყველას, ვინც ამ აქციების დროს დააკავეს.

 


შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე იანუკოვიჩი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა და პირდაპირ დაემუქრა. შეხვედრაზე მან აქციის მონაწილეებს ექსტრემისტები უწოდა და კიევის გაწმენდა მოითხოვა. შესაძლებელია, რომ მისივე ბრძანებით  უკრაინაში ინტერნეტი გამოირთოს, რაც კომუნიკაციის საშუალებას შეზღუდავს.

 


მიუხედავად იმისა,რომ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი მიღებულ შეთავაზებაზე უარს აცხადებს,საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

თუმცა, საინტერესოა ვინ შეადგენს უკრაინის ოპოზიციას?


ტიაგნიბოკი - ყოფილი გესტაპოს აგენტი, ბანდერას შთამომავლების მეთაური, ნეონაცისტი;


კლიჩკო-სპორტსმენი,რომელსაც პოლიტიკური გამოცდილების სერიოზული დიფიციტი აქვს;


იაცენიუკი-ბატკივშინას ერთ-ერთი ლიდერი,იმ პარტიის ხელმძღვანელი,რომლის ლიდერებად გვევლინებიან ტიმოშენკო,რომელმაც გაძარცვა უკრაინელი ხალხი. იაცენუკი, მიუხედავად განათლებისა, როგორც პოლიტიკოსი, სუსტია.

 


 

„საინტერესოა ამ ფონზე რამდენად შეძლებს უკრაინელი ხალხი, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა“-აცხადებს გერმანელი პოლიტოლოგი, შტეფან ჰალინგი.

 

გვანცა აბულაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია