დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გია თევდორაძემ დღეს დაამტკიცა, რომ აიპები მათი ზონდერბრიგადებისთვის შეიქმნა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/24 14:58:05

პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერიასთან არსებული აიპი გაერთიანებების გაუქმებას მოითხოვენ. პარტიის წევრების განცხადებით, მათთვის გაურკვეველია, როდესაც არსებობს მერიის კულტურის და სპორტის სამსახურები, რა დანიშნულებას ასრულებს კულტურულ და სპორტულ გაერთიანებათა აიპები. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ აიპები მათი ზონდერბრიგადების დასასაქმებლად შეიქმნა. ახლა კი თავად ნაციონალები აპროტესტებენ, რომ აიპი გაერთიანებიდან ორი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

 

მივმართავ მერიას, ამიხსნას, რა საჭიროა აიპი გაერთიანებები, რომელთაც ერთი-ერთზე ის ფუნქცია აკისრიათ, რაც მერიის სამსახურებს. მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, წინა ხელისუფლებამ აიპები მათი ხელის ბიჭების დასასაქმებლად შექმნა. დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ გააპროტესტა: თურმე ორი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გაუთავისუფლებიათ. თევდორაძემ დაამტკიცა, რომ მათ მიერ ეს ადამიანები სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ და სირცხვილია დღეს ამის გაპროტესტება. ჩვენ მოვითხოვეთ მერიისგან, მოეწოდებინათ ოფიციალური ინფორმაცია მარტო აიპი გაერთიანების ცენტრალურ აპარატზე რა რაოდენობის სახელფასო ფონდია გამოყოფილი, როგორც აღმოჩნდა 1808.9 ლარი იხარჯება ხელფასებზე, პრემიების სახით კი 365.4 ლარი. ეს არის დანაშაული ქალაქის წინაშე, რადგან მერიამ ერთჯერადი მატერიალური დახმარება გააუქმა და უსაქმურების შესანახად 100 ათასობით ლარს ხარჯავს. მოვუწოდებთ მერის მოვალეობის შემსრულებელს, დაინტერესდეს ამ საკითხით და ეს არაფრის მაქნისი აიპი გაერთიანებები გააუქმოს,“ _ განაცხადა წულაიამ.


მისივე თქმით, თუკი აიპი გაერთიანებები არ გაუქმდება, თვითმართველობის არჩევნები გაყალბდება, ვინაიდან ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნება მიუწვდებათ, სხვა პარტიები კი თამაშგარეთ მდგომარეობაში დარჩებიან.


 

შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა გია თევდორაძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის, მიხეილ ფხაკაძისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ ირაკლი გვალიას სამსახურებრიდან დათხოვა გააპროტესტა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია