დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
მამუკა მღვდელაძე ,,სუს“– ის ფოსტალიონი იყო?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/23 21:23:11

ქუთაისის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის უკვე დაშლილი შემადგენლობა და წარსულში მაი ქმედებები დღეს კიდევ ერთხელ გახდა საკრებულოს დეპუტატების ურთიერთბრალდებების საფუძველი.

 

საკონკურსო კომისიის შვიდკაციანი შემადგენლობიდან განსაკუთრებულად კრიტიკის ობიექტი მამუკა მღვდელაძე აღმოჩნდა. ოპონენტმა დეპუტატებმა მის მიმართ რეპლიკები არ  დაიშურეს. ნაციონალმა დეპუტატმა გია უკლებამ  კომისიაში მღვდელაძის მოღვაწეობა ასე დაახასიათა: ,,მღვდელაძე ჩვეულებრივი ფოსტალიონი იყო ,,სუს’’–სა და საკონკურსო კომისიას შორის. დავალებული სიებით დარბოდა და ამის შედეგად კონკურსში ნათესავები და ძმაკაცები გაიყვანეს“


მღვდელაძე დღეს საკრებულოს ნაციონალი წევრის, გია გოქაძის კრიტიკის ობიექტიც აღნმოჩნდა: ,,მღვდელაძე კომისიაში ,,ხელის ბიჭის’’ როლს ასრულებდა და ,,ზევიდან’’ დაკრულზე ცეკვავდა. სკამების დასაკავებლად ტვინის შერყევამდე დახტოდნენ. ახლა ვერ გაიყვეს და სპექტაკლების დადგმა მოინდომეს’’


 

ოპონენტების ბრალდებებს აბსურდული უწოდა  თავად მამუკა მღვდელაძემ. ,,სიები თუ დამქონდა და ჩვენი ხალხი მოვიყვანეთ, მერე მომინდა კონკურსის შედეგების გაბათილება და თავმჯდომარის გადაყენება? იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებს აყენებენ, გოქაძეს პიესები კარგად გამოსდის და ეს ეპითეტებიც მისი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია“ – აღნიშნა დეპუტატმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია