დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტი შშმ პირებისათვის
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ახალი შესაძლებლობები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/23 21:12:58

2014 წლის 23 იანვარს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია. 



პროექტი ითვალისწინებს შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე პროგრამის შექმნას, შრომის კოდექსში შშმ პირთა დასაქმების უფლებების დაცვის ხელშემწყობი ცვლილებების ინიცირებას და რეკომენდაციების წარდგენას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სტიგმის და შშმ პირთა დისკრიმინაციის შემცირების მიზნით.


 პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ  შშმ პირთა უფლებების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციები, ადგილობრივიმეწარმეები, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის, ქუთაისის თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და მედიის წარმომადგენლები. 

 

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა.

 

 

პროგრამა ხორციელდება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ლატვა-საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან და პროფესიული გადამზადების ცენტრებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია