დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში
ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/23 21:08:41

ბიძინა ივანიშვილ პოლიტიკიდან წასვლისას საზოგადოებას დაპირდა,  რომ სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა და იქედან  გააკონტროლებდა ხელისუფლებას.

დღეს  ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად  არასამთავრობო ორგანიზაცია  „მოქალაქე“ დააფუძნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად ბატონი ბიძინაა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი საბანაძე, რომელიც ჯიპას მეორე კურსის  სტუდენტია.

28 იანვარს ბიძინა ივანიშვილი საჯარო განცხადებას გააკეთებს  ჟურნალისტებისათვის. თუ რა სახის თანამშრომლობას  შესთავაზებს ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორიდან ბიძინა ივანიშვილი, უცნობია. მის ამომრჩევლებს კი ბევრი პრეტენზი დაუგროვდა იმ მმართველი გუნდის მიმართ, რომელსაც ხალხმა სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო დაუჭირა მხარი.

 

საინტერესოა,  როგორ მოახერხებს ამომრჩევლების კომპენსირებას სამოქალაქო სექტორში მყოფი ყოფილი პრემიერი და ბიზნესმენი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია