დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
გადადგება თუ გადააყენებენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/22 21:34:46

 

ქუთაისის მერიაში  ხვალისთვის დაგეგმილი საკრებულოს  რიგით 62 –ე სხდომა  მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების  საკითხს დაეთმობა. თამაზ მარგველაშვილს საკრებულოს წევრები უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.

 


 ,,ხვალ მარგველაშვილს დაკავებული თანამდებობიდან გადავაყენებთ, ამისთვის საკრებულოს წევრების 12 ხმა გვჭირდება და ქვორუმი არის, თუმცა შესაძლოა მან მოვლენებს დაასწროს და გადადგომაზე განცხადება გადაყენებამდე გააკეთოს“–თქვა psnews.ge –სთან საუბარში ამავე კომისიის ყოფილმა წევრმა, მამუკა მღვდელაძემ.

 


თამაზ მარგველაშვილის გადაყენების იდეა არ მოსწონს კომისიის ერთადერთ წევრს,  ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი“– ს თავმჯდომარეს, კახაბერ ნემსიწვერიძეს: ,,ეს იმათი ახირებაა, რომლებმაც სარგებელი უკვე ნახეს კომისიაში ყოფნისას და შემდეგ რაღაც არ მოეწონათ. კომიისიის თავმჯდომარე საქმეს არა ვინმეს მოსაწონებლად, არამედ სამართლებრივად აკეთებდა, სირცხვილი იმ ადამიანებს, რომლებმაც კომისიის წევრობით ჯერ ფინანსური სარგებელი ნახეს და მერე გამოგონილი პრეტენზიებით დატოვეს“.  

 


 

შეგახსენებთ რომ მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისია გასულ კვირას ხუთმა წევრმა დატოვა, მათ მარგველაშვილი პროტექციონიზმში დაადანაშაულეს და მისი გადაყენება მოითხოვეს.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია