დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
სოსო ცისკარიშვილი: „გენპროკურატურა უნდა გაჯანსაღდეს“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/22 20:43:07

მოვუწოდებ ახალ გენპროკურორს, გამოაქვეყნოს ტაბუდადებული კადრები მაისაიას და ჟურნალისტების ჯაშუშობის შესახებ

 


დღეს  პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პრესკონფეენცია გამართა. მან გენპროკურატურაში  მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა. ცისკარიშვილის განცხადებით,  დღემდე პროკურატურამ ვერ განახორციელა საჭირო  ცვლილებები, ვერ მოხერხდა ტაბუდადებული საქმეების გახნა, ეს იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური ნება.


ადეიშვილი პიროვნულად კი არ იყო ცუდი ადამიანი, ან კვალიფიკაცია აკლდა, არამედ ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების მონა-მორჩილი და ასრულებდა იმ ხელისუფლების დაკვეთებს. რაც შეეხება,  კბილაშვილს, მისი გენპროკურორობის დროს პროკურატურა აღარ იყო პოლიტიზირებული, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა გახმაურებული საქმეების ბოლომდე გახსნა.  რაც შეეხება ფარცხალაძის სკანდალურ გენპროკურორობას, მან საკმაოდ შეულახა სახელი გენპროკურატურას და საბოლოოდ    გადადგომით დაასრულა კარიერა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.


ვფიქრობ,  დღევანდელ პროკურატურას მოუწევს ბევრ კითხვებზე პასუხის გაცემა, ყველა იმ საქმეებზე, რომელიც  დღემდე თაროზე იდო.  იმედია, შესაბამისი სტრუქტურები და შესაბამისი კადრები არ დარჩება კადრს მიღმა,  ვგულისხმობ,  პროკურატურაში შემორჩენილ კადრებს, იმ კადრებს, რომლის გასაჯაროებასაც  ეწინაღმდეგებიან სახელისუფლებო წრეები.  მოვითხოვ, გასაჯაროვდეს ე.წ. ჯაშუშობის  საქმეზე დაპატიმრებული ადამიანების შესახებ არსებული კადრები, რომლის მიხედვით  სამხედრო მფრინავი და 5 ჟურნალისტი აღმოჩნდა ჯაშუში, მათ შორის  ვახტანგ მაისაია, ბადრი კიღურაზე და სხვები.  მართალია ვახტანგ მაისაია გამართლდა და გათავისუფლდა, მაგრამ მაისაიას საქმეზე მაინც არსებობს პროკურატურაში  ჩანაწერები და ვიდეოფირები,  ამის გამო შეიძლება აქეთ დაგვადოს სანქცია ნატომ. დღეს  პროკურატურაში იგივე ადამიანები წყვეტენ ამ კადრების  გასაჯაროების საკითხს, ვინც ამა  თუ იმ ცრუ ბრალდებებით  ჯაშუშობის საქმეზე ისინი დააპატიმრა.   სამწუხაროდ, დღეს   გამომძიებლებს მოწმის დაბარების უფლებაც არ აქვთ, ისინი  სიას გადასცემენ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროკურორის მოადგილეს და შემდგომ გენპროკურორი გადაწყვეტს, ვინ დაიკითხოს და ვინ არა.  უკან  დაბრუნებულ სიაში ვიღაცა ამოღებული იქნება,  ვიღაცა არა. ერთი სიტყვით,   სია გადაკეთებილი იქნება. შუალედში არსებობს პირი, რომელიც  დაკავშირებული იქნება სასამართლოსთან და ატყობინებს,  თუ რომელ მოწმეს არ გამოიძახებენ და რომელ მოწმეს არ მოუსმენენ,  იქვე იშლება საქმეც.  სასამართლო, მართალია, არ იზიარებს პროკურატურის გადაწყვეტილებას, განსხვავებით წინა წლებისაგან, მაგრამ ვიდრე არ იქნება ხელისუფლების ყველა შტოში  თვითკრიტიკა, მანამდე არაფერი გვეშველება. თვითკმაყოფილი არც ხელისუფლება ვარგა და არც პროკურატურა.  მართალია, დღევანდელ პროკურატურაში კვლავ არაჯანსაღი მდგომარეობაა,  ვიღაცას არ მოსწონდა კბილაშვილის კადრები, აგრამ  კბილაშვილის დროს იყო  პოლიტიკური ნება, გახმაურებელი საქმეები გამომზეურებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს კი  პოლიტიკური ნებაც არის, მაგრამ  შნო არ აქვთ. მოვუწოდებ ახალ პროკურორს, რომ გამოაქვეყნოს ტაბუდადებული კადრები.“- მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2303
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია