საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ქუთაისში სადავო მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერებას სპეციალური კომისია შეისწავლის
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/21 23:27:58

ქუთაისში, რუსთაველის გამზირიN108-სა და ჯავახიშვილის ქუჩაN1_ის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემით უკმაყოილო მოსახლეობამ, პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხატვაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ისაუბრა. შიმშილობის გადაწყვეტილებით მერიაში მისულმა  თინათინ მარდალეიშვილმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას შეხვდა.

 

 ,, დღეს შიმშილობას ვაპირებდი მერიის შენობის წინ, მაგრამ გადაწყვეტილება ქალაქის მერთან საუბრის შემდეგ შევცვალე, ბატონმა შოთამ გვითხრა, რომ ჩვენს პრობლემას საფუძვლიანდ შეისწავლის. იმედია, ყველაფერი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება, თუ იმის საშუალება  არ გვექნება, საკუთარ სახლში ნორალურად ვისუნთქოთ, ავდგები და ამ შენობაში ვიშიმშილებ“

 

თინათინ მარდალეიშვილის ინფორმაციით, მათთან  პოლიციის მუშაკები იმყოფებოდნენ და მშენებლობის მწარმოებელი კომპანია ,,ალფა+“ ის ინტერესების დაცვას შეეცადნენ.

 

,, მოვიდა პოლიცია და გამოგვიცხადა, თუ ამ დღეებში არ ,,მოაგვარებთ“ ამ პრობლემას, და არ გვაჩვენებთ საბუთს, მშენებლობის აკრძალვის თაობაზე, კომპანია აქ მშენებლობას დაიწყებსო“ 

 

ნოდარ მუკბანიანი (ჯავახივილის ქუჩის ამხანაგობის თავმჯდომარე): ,,პოლიციამ მითხრა, რომ გამეფრთხილებინა მთელი კორპუსი, თუკი ამ დღეებში არ გვექნება თვითმმართველობის წერილობითი განკარგულება მშენებლობის შეჩერებაზე, „ალფა+“ს მშენებლობის უფლებას მისცემენ.  როგორ, ერთი კომპანიის ინტერესები უნდა დაიცვან და ასი ხელმოწერა მოსახლეობის არ არის ყურადსაღები?

 

ჯერ ერთი, რომ ის შენობა კორპუსებს შორის ძირითად გასასვლელს მთლიანად დაკეტავს.  კვირა არ გავა, დაავადმყოფებულ  ხალხს სასწრაფო დახმარება არ დაგვჭირდეს, საიდან უნდა შემოვიდეს  მანქანა?  სადღაც დასაკარგავიდან მოუაროს და კაცი რომ მოკვდება,  მერე მოაღწიოს?“

 

უკმაყოფილო მოსახლეობას დღეს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია, შეხვდა და მათ საქმის დეტალურად შესწავლის პირობა მისცა.

 

,,მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა ჩემს ანამდებობაზე მოსვლამდე გაცილები ადრე გაიყიდა და ნეართვაც იქამდე გაიცა, მე მზად ვარ, ეს საკითხი უყურადებოდ არ დავტოვო.  გარდა ამისა,იქრობ, შევქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ საქმეს დეტალურად და დაქარებული წესით შისწავლის.

 

მე არ ვარ არქიტექტორი, თუმცა, ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ პროექტი დიდად მოსაწონი არ არის. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი,  თუკი აღმოჩნდება რომ მშენებლობის უფლების გაცემა  კანონდარღვევით მოხდა, მოსახლეობის მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება“

 

თუმცა, თუ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას კანონდარღვევის აღმოჩენასთან დაკავშირებით,  თავად მერიის ქალაქდაგეგმარების და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრო მარჯანიშვილის განცხადებითვე ვუპასუხებთ, ,,მშენებლობის ნებართვა კანონის დაცვით გაიცა“ და შესაბამისად, გამოდის, რომ მოსახლეობის მოთხოვნის ბედი აქედანვე გარკვეულია.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია