დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
სევდია უგრეხელიძე: "საკრებულოს სურს, პოლიტიკურ მოუსავლეთში გაგვიშვას"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/21 20:54:04

 

პოლიტიკური იწილო–ბიწილო თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის გრძელდება. გუშინ  მერიისა და საკრებულოს დაპირისპირების შედეგად  მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძა გაითიშა, თუმცა, ურთიერთგადაბრალებისა და გაწევ–გამოწევის შემდეგ, გვიან ღამით ანძა ჩართეს. 

 

როგორც ჩანს, ქალაქის ე.წ. მერს ეს ამბავი არ მოუწონეს, ამიტომაც  ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ პრესკონფერენცია გამართა და  ანძის გათიშვა საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს გადააბრალა.  

 

თუ რაიმე დანაშაული მოხდა, მაშინ დამნაშავე ეძებონ ნავიგაციაში. ჩვენ გამოვრთეთ გარე განათება, არ ველოდი ასე მყისიერ რეაქციას, ძალიან კარგია თუ მიხვდნენ იმას, რომ ანძის რეაბილიტაცია საჭიროა–განაცხადა უგრეხელიძემ.


გუშინ გვიან ღამით საკრებულოს თავჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილისა და ქალაქის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის შეთანხმების  შემდეგ,  ანძა ჩაირთო. ციმციმების გამორთვის  ნაცვლად,  მთლიანად ანძა გაითიშა. ახლა მერიას წყალი შეუდგა,  საკრებულო მერიის გადაყენებას ითხოვს.  სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ ანძის გათიშვა მისი ერთპიროვნული  გადაწყეტილება იყო.  

 


_ ეს იყო აქცია ანძის სარეაბილიტაციოდ, რადგანაც  ამ თანხის საჭიროება  იყო. ჯერ ერთი,  ანძას  ვერავინ ვერ გამორთავდა და ჩართავდა, ჩვენი სამსახურის გარდა, თუმცა,  ეს არის მიზეზი ჩვენი გადაყენების?  ამის უფლებამოსილება საკრებულოს არ აქვს, სხვა რა გზა გვაქვს, არჩევნებამდე ამ რეჟიმში ვიცხოვრებთ.

 

საკრებულოს დეპუტატებმა  ბიუჯეტის წაკითხვა არ იციან და გარე განათების ფუნქციას  ვერ აცნობიერებენ. რაც შეეხება საქნავიგაციის განცხადებას, ეს საკმაოდ არაადექვატური იყო, ჩვენ ნავიგაციასთან რა შუაში ვართ, ჩვენ მხოლოდ ციმციმები გამოვრთეთ.  საკრებულო მთავრობის მითითებებს ასრულებს  და  მათ შორის – საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი  შიხიაშვილი.  

 

 თურმე შიხიაშვილი ყოფილა მთავრობის თავმჯდომარე და არა – ღარიბაშვილი, არადა,  რაღაც იმედით შევყურებდი პრემიერ ღარიბაშვილს. რაც შეეხება ქალაქის ბიუჯეტს, ერთი მესამედის ხარჯვას, წლიური ერთი მეთორმეტედი არ იყო საკმარისი. გვინდოდა, თბილისელებისათვის შეგვეძინა ახალი ავტობუსები. ამ ბიუჯეტით  ვერ შევძლებთ მთელი რიგი პროექტების განხორციელებას._ განაცხადა სევდია უგრეხელიძემ

 


– საკრებულოს პოლიტიკური მიზანია, რაც შეიძლება მალე გაგვისტუმრონ, როგორც  გუშინდელი წყევლიდან გავიგე–მოუსავლეთში. ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. საკრებულო მუქარის, შანტაჟის გზას დაადგა. გარე განათების უფროსი ნიკა ტოგონიძე პროკურატურაში დაიბარეს, რაც არასახარბიელო ფაქტია. ტოგონიძეს მე ვუბრძანე, რომ ჩაექრო  ანძის გარე განათება,   პროკურატურას მოვუწოდებ, რომ მე დამკითხონ.

 

2006 წლამდე ანძა არ იყო განათებული და ნავიგაცია არ მუშაობდა? საკრებულოს რომ უფლება ჰქონდეს, ჩემს ლიკვიდაციასაც მოახდენს. ახლა მთავარია, მოსახლეობას ზიანი არ მიადგეს, რა ზიანი მიადგა ხალხს ანძის ჩაქრობის გამო? საკრებულოს მოვუწოდებ, რომ ჩვენს მიმართ შენიშვნები წერილობით შემოიტანონ, ისინი ზეპირად გვეუბნებიან, აქ დააკელით, იქ დააკელითო.

 

730 მილიონი პლუს 50 მილიონი დანაზოგის ხარჯზე, ის დანარჩენი წაშალეს, არის სხვა ხარჯებიც გაწერილი, მათ ჰგონიათ, რომ სხვა ხარჯები  არის ამოუცნობი ქიმერა, ახლა დავაკონკრეტეთ რა შედის სხვა ხარჯებში.

 

მე ვეკითხები ნაციონალების დეპუტატებს, რომლებიც  3 წელია საკრებულოში სხედან,  მაშინ რატომ არ ეკითხებოდით, რა შედიოდა სხვა ხარჯებში? საკრებულოს დერეფნებში ჩვენი გაგზავნილი წერილები იკარგება. ჩვენს მიერ სამჯერ შეტანილი ბიუჯეტი სამჯერვე ჩააგდეს. ეს არის მოქალაქეების მოტყუება  და  ყველა უბედურებაში მერიის დადანაშაულება. 

 


_ თუ გიცდიათ საკრებულოსთან მოლაპარაკება?

_ თითეული სამსახურის უფროსი შედის მოლაპარაკებაზე საკრებულოში. ირაკლი აბესაძე რამდენჯერმე შევიდა საკრებულოში მოსალაპარაკებლად, მაგრამ ამაოდ. საინტერესოა,  3 წელი მოსწონდათ ბიუჯეტი და წელს აღარ მოეწონათ?

 

ბატონი შიხიაშვილის წინააღმდეგ  "ქართუ ბანკის" გაკოტრებაზე საქმე იყო არძრული, შემდეგ  კი, საკრებულოს თავჯდომარედ დანიშნეს.

 

თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდება რა მოხდება?

_ თუ არ მოხდება ბიუჯეტის დამტკიცება,  სამი თვის შემდეგ ხელისუფლებას შეუძლია ფედერალური მმმართველობის შემოღება. თუ ბიუჯეტი არ ექნება ქალაქს, რას გააკეთებს მერი?

 


_ საკრებულოსა და მერიის დაპირისრირება  არჩევნებს უკავშირდება?

_ რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება არჩევნებს, რადგან, მანამდე სურთ ქალაქის გაკონტროლება. მე, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ საკრებულოს უმრავლესობას გააჩნიათ  კორუფციული მიზნები, რომ ბიუჯეტში ხელი ურიონ და თავის თავზე მოირგონ ყველაფერი. 

_ქალბატონო სევდია, ანძის გათიშვა თქვენ უბრძანეთ?

_ ანძის არა, მე ნავიგაციის ფუნქციებში ვერ ჩავერეოდი, მე გამოვართვევინე  გარე განათება, ციმციმები და არა მთლიანად ანძა, ეს არის აბსურდი, მაშინ ტელევიზიებიც გამოირთვებოდა. ახლა არ ვიცი , ანძის ადმინისტრაცია რას ამბობს, ეს ნამდვილად იმის გამო მოხდა, რომ გვინდოდა, ანძის გარე განათების რეაბილიტაცია.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია