დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
კახა კუკავა: " დღეს საქართველო 2004 წლის რეჟიმშია!"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/21 20:34:39

 

 არასაპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელი საარჩევნო კოდექსის შეცვლას  და ბარიერის გაზრდას ითხოვს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა  მთავრობას და პარლამენტს საარჩევნო კოდექსის თავის თავზე მორგებაში ადანაშაულებს.

 

– თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება იმაზე , რომ ის საარჩევნო კოდექსი, რომელიც დღეს არის, ემსახურება მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს. ასეთი პრეტენზიები გვქონდა  ნაციონალებთანაც, რომლებიც საკუთარ თავზე ირგებდნენ საარჩენო კოდექსს, ასეა დღესაც – განაცხადა კახა კუკავამ დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზ. მისი თქმით, ახალი საარჩევნო კოდექსი კორუფციულია.

 


 კახა კუკავა (პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი):

– ფაქტობრივად, საარჩევნო კოდექსზე  ნაციონალები არცერთ ოპოზიციურ სპექტრთან შეთანხმებული არ იყვნენ. ასეა  დღესაც, საარჩევნო კოდექსი მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" კორუფციულ გეგმასთან. ანუ საუბარი იმაზე, რომ  საარჩევნო კოდექსი უნდა იყოს შეთანხმების პროდუქტი, ასე არ არის.

 

ის,  რასაც ლაპარაკობდა უსუფაშვილი, იმას საუბრობს დღესაც, რასაც საუბრობდა  სააკაშვილი, იმას საუბრობს ღარიბაშვილიც. ასე რომ,  მხოლოდ როლები შეიცვალა და კოდექსი იგივე დარჩა. თუ საარჩევნო ბარიერი დარჩება 40%, მაშინ ჩვენ უფრო მოტივაცია გვექნება, რომ ჩავატაროთ პრიმერისი და  გამოვავლინოთ  კანდიდატები. დღეს საქართველო 2004 წლის რეჟიმშია.

 


 – საარჩევნო ბარიერის ირგვლივ ყოველთვის იყო კამათი, თუმცა ძალიან ძნელი იყო შეთანხმება, რა ხდება დღეს?

– ნაციონალებმა თავის დროზე საკუთარ თავზე მოირგეს კოდექსიც, კონსტიტუციაც და საზოგადოება მხოლოდ 2007 წელს გამოერკვა. ალბათ გახსოვთ, 2007 წლის მიტინგების დარბევა და საზოგადოებას ახსოვს ისიც, თუ რა ძვირად დაუჯდა სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი.

 

დღეს საქართველო დაუბრუნდა 2004 წლის რეჟიმში, სადაც ღარიბაშვილის უწყება და სხვადასხვა პოლიტიკური კლანი, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" არიან, ცდილობენ, გაიმეორონ იგივე რეჟიმი და იგივენაირად მოახვიონ  ხალხს  თავს იგივე საარჩევნო კოდექსი, იგივე ბარიერითა და სიებით ჩაატარონ არჩევნები.

 

 

– არასაპარლამენტო ოპოზიცია ბარიერის დაწევას მოითხოვს?

_ თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას უფლება მივეცით, მაშინ აუცილებლად მოხდება ის, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში და ერთ და ორ წელიწადში აუცილებლად განმეორდება თაბუკაშვილის კორპუსის, 7 ნოემბრის და სხვა შემთხვევები, ამიტომ ჯანსაღი ევროპული ინსტიქტი იმაში მდგომარეობს, რომ  ჩვენ ახლავე წინააღმდეგობა გავუწიოთ ხელისუფლებას.

 

და თუ 40%–ანი ბარიერი დაწესდება, მაშინ მთელი თბილისი უნდა გამოვიდეს ღარიბაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.  არ მივცემთ "ოცნების"  პარტიას ადგილებში უმრავლესობის მოპოვების უფლებას. 

 

ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ დამყარდა ერთპარტიული ჭაობი, მაშინ  მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქეთა კავშირის ჭაობში ვიქნებით  თუ "ქართული ოცნების"  ჭაობში.  

 

ჭაობი ჭაობია და იქ მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია