საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები რექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/21 14:31:31

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის წინააღმდეგ გამოდიან და მისთვის  უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

პროფესორთა თქმით, ღავთაძემ გააყალბა 4 წლის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგები და ახლაც იგივეს აპირებს.

"მაშინ, როცა რექტორმა თვითნებურად გადააკეთა ონიანის დროს აკადემიური პერსონალის კონკურსის შედეგები და თვითნებურად დანიშნა სასურველი კადრები, გამორიცხული არ არის ახლაც იგივე გააკეთოს. მოვითხოვთ შეუჩერდეს ონიანს უფლებამოსილება",–აცხადებს ფილოსოფიის პროფესორი ბადრი ფორჩხიძე.

"საქმე გადაცემული აქვს პროკურატურას, მაგრამ პროკურატურა აჭიანურებს ძიების პროცესს. მივმართავთ და მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს შეისწავლოს უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება",–აცხადებს  მალხაზ მებურიშვილი.

პროფესორები ღავთაძეს ფინანსურ გარღვევებშიც ადანაშაულებენ.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ღავთაძე 3 წლის წინ დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი ონიანი ჩაანაცვლა, რომელიც სწორედ აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებს შეეწირა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია