საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა სტუდენტებმა საყდრისის მაღაროში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/21 01:30:50

 ,,დაიცავით საყდრისი“,  ,,ჩვენც საყდრისის გორისა ვართ“–  ამ შინაარსიის ტრანსფარანტებით ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე სტუდენტურმა გაერთიანებამ ,,მელნისფერი თაობა“  აქცია გამართა.  

 

აქციის მონაწილეებმა საყდრისის მაღაროზე მიმდინარე სამშენებლო  სამუშაოების შეჩრება მოითხოვეს და ხელისუფლებას ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

 

,, ეს ადგილი წლების მანძილზე უნიკალური მადანის მოპოვების წყარო იყო, დღეს საყდრისის მაღაროში უკანონო მშენებლობას  გერმალული კომპანი „RMG Gold“ აწარმოებს და ჩვენ ამ უკანონობის წინააღმდეგ გამოვდივართ“– აღნიშნა სტუდენტმა თამაზ თევზაძემ.


 ცნობისთვის: საყდრისის მაღაროს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2013 წელს კი ეს სტატუსი მოუხსნეს. სუდენტები მშენებლობის შეჩერებასთან ერთად, ამ სტატუსის აღდგენის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ამავე თემაზე აქცია დღეს საქართველოს 3 ქალაქში: თბილისში, თელავსა და ბათუმში გაიმართა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია