დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
,,მეტი სარგებელი ბიუჯეტს“ თუ ,,მეტი კორუფცია სარგებლისათვის’’- ქუთაისი პარკირების წესის ახალ მოდელზე გადავა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/21 00:55:10

ქუთაისში პარკირების წესის ახალ მოდელზე მუშაობენ. ინიციატივის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრა, თბილისის და ბათუმის მაგალითებით მოხდება. უფრო კონკრეტულად კი, სისტემა ,,ერთი მოთამაშის პრინციზე“ აეწყობა.

 

დღეის მდგომარეობით ქალაქში სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული პარკირების ადგილებს  რამდენიმე ათეული ინდმეწარმე ხელმძღვანელობს. უახლოეს მომავალში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კი, ყველა მათგანს ერთი ან ორი მსხვილი ინვესტორი ჩაანაცვლებს.

 

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებლი მალხაზ ჭრელაშვილი პარკირების ახალ მოდელზე გადასვლას ორი მთავარი  უპირატესობით ხსნის: სისტემის მოწესრიგება და ბიუჯეტში მეტი თანხის შესვლა:

 

,,დღემდე პარკირების სისტემაში ბევრი რამ მოუწესრიგებელია, ზოგმა მაგალითად, ათასი ლარი იშოვა და ამით უბნის რომელიღაც კუთხეში პარკირების სადგომი აიღო, დარღვევისთვის დააჯარიმა მძღოლი და სად გადაყავს მანქანა? როცა საჯარიმო სადგომიც კი არ აქვს? ახალ ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს ყველანაირი შემთხვევების უზრუნველყოფა დაევალება, რაც სისტემას უფრო მოქნილს და ბიუჯეტისთვის შემოსავლიანს გახდის“ 

 

 

ინიცირებულ ახალ მოდელს სხვაგვარად ხსნის საკრებულოს ნაციონალი წევრი გია გოქაძე. მისი აზრით, მთავარი გათვლა  არის არა მეტი სარგებელი ბიუჯეტისთვის, არამედ – მეტი კორუფციული გარიგებების შესაძლებლობა.

 

,, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ერთი კაცის ხელში აპირებენ ამხელა სისტემის მოქცევას. ის ერთიც აუცილებლად ვინმე შინაური იქნება, რაც შეიძლება მეტი კორუფციული კვანძები რომ შექმნან. საინტერესოა, რას უპირებენ ათობით დასაქმებულ მცირე მეწარმეს სახლში რომ გაუშვებენ?“– კითხულობს ნაციონალი გია გოქაძე.

 

თუმცა, მას როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ეს "ერთი კაცის სისტემა პარკირებაში " თბილისში სწორედ ნაციონალებმა დანერგეს... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია