დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/20 18:51:04

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახური ქუთაისის მერიაში დოკუმენტების წარმოების ახალ ელექტრონულ სისტემას ნერგავს. პროექტი სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისის მერიაში წარმოადგინეს.

მერიის სხვადასხვა სამსახურებს შორის ურთიერთობების ელექტრონულ მოდელზე გადასვლის ეს პროექტი უფრო მოქნილს და მარტივს გახდის ურთიერთობებს სამსახურებსა და მოქალაქეებს შორის. ამიერიდან მოქალაქეს წერილის ჩასაბარებლად და პასუხის გასატანად მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აღარ დასჭირდება და მას შეეძლება ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად. პროექტი ასევე გულისხმობს ციფრული ხელმოწერის უპირატესობასაც. მართვის ელექტრონულ სისტემას ასევე აქვს მონაცემების დაცვის მაღალი ხარისხი. კერძოდ, მონაცემების  მეტი დაცულობისთვის ნებისმიერი სახის ინფორმაციას  პროგრამა დუბლირებულად ჩაიწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სერვერის გათიშვის შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად შეინახება მეორე სერვერზე.

"ეს ნიშნავს 60–70%–ით მართვის გამარტივებას. პროეტის დანერგვა უკვე დაწყებულია და სულ მალე ჩვენ გადავალთ დოკუმენტების წაროების ახალ ელექტრონულ სისტემაზე",–განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.

"ჩვენმა უწყებამ მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანის პროგრამა უკვე დანერგა სხვადასხვა სამსახურში და ახლა იგივე პროგრამას დავნერგავთ ქუთაისის მერიაში, რაც უფრო მოქნილს გახდის დოკუმენტაციების წარმოებას, დაზოგავს ბევრ დროს და გაამარტივებს მოქალაქეებთან ურთიერთობას",–განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის პიარ–მენეჯერმა მიხეილ გვარჯალაძემ.

პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი, რომელიც მხოლოდ საქმის წარმოების ავტომატიზიზაციას გულისხმობს, ქუთაისის მერიაში უკვე ინერგება. პროექტის მეორე ნაწილის –  ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა კი მოგვიანებით დაიწყება.  მთლიანად ქუთაისის მერიის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა  თებერვლის ბოლოს დასრულდება. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია