დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
რატომ დასწია საპარლამენტო უმრავლესობამ მერის არჩევისთვის საჭირო ბარიერი?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/19 18:44:16

ადგილობრივ არჩევნებში   მერებისათვის 40%–ანი, ხოლო გამგებლებისათვის  33%–ანი  საარჩევნო ბარიერი დაწესდება. ასე  რომ, საქართველოს 12 ქალაქში ყველა მერი  40%–ანი ბარიერის გადალახვის შედეგად აირჩევა. 

 

 თვითმმართველ ქალაქებში ბარიერის გაზრდას  ჯერ კიდევ საპარლამენტო უმცირესობა ითხოვდა,  საარჩენო კოდექსში გაწერილ 50% –ან  ბარიერს  მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ პირველივე მოსმენით  დაუჭირა, თუმცა, საპარლამენტო უმცირესობამ   ამ საარჩევნო ბარიერს  მხარი არ დაუჭირა.  საბოლოოდ კი ვერ შეთანხმდნენ.

 

წლების წინ  ნაციონალები თავად იბრძოდნენ 50%–ანი  ბარიერისათვის. ახლა, პარლამენტმა   მის მიერ მიღებული 50%–ანი  საარჩვენო ბარიერი თავადვე დასწია 40 %–მდე.


  მამუკა კაციტაძე (არასაპარლემენტო ოპოზიციის წარმომადგენელი): 

– 50–ს პლუს ერთი ნიშნავს, რომ უმრავლესობა იმარჯვებს უმცირესობაზე, ახლა 40–ს პლუს ერთი, იგივე 30–ს პლუს ერთი, ეს იმას ნიშნავს, რომ უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა? გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებას" რეიტინგის პრობლემა აწუხებს, მაგრამ მას სურს , რომ აიღოს უპირატესობა ამომრჩეველთა  უმრავლესობაზე.

 

  

კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი):

– ორი წლის წინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უსუფაშვილი და ხიდაშელი აცხადებდნენ, რომ თუ არ იქნებოდა 50%–ანი ბარიერი, მაშინ დაიღუპებოდა  დემოკრატია. "ქართული ოცნების" ამოცანაა,  როგორმე არჩევნების გაყალბების და დისკრიმინაციული საარჩევნო კოდექსით,  არარეფორმირებული გზით,  ოცნების დაბალრეიტინგული კანდიდატი  დავით ნარმანია გაათრიონ  ქალაქ თბილისის მერად.

 

 

სახელისუფლებო უმრავლესობის 40%–იანი საარჩევნო კოდექსის მიღებას უარყოფითად აფასებს თვითმართველობის ეროვნული ასოციაცია,  ისინი საპარლემენტო უმრავლესობას  საარჩევნო კოდექსის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში ადანაშაულებენ.  საარჩევნო ბარიერზე მსჯელობა პარლამენტში კვლავ გაგრძელდება.   


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია