დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
საპარლამენტო უმრავლესობა: "ჭიათურის მაჟორიტარი სხდომებს არ აცდენს"
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/18 21:20:12

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი აცდენს სხდომებს, სინამდვილეს არ შეეფერება– აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

პირველი რადიოს ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმ დეპუტატების შესახებ, რომლებიც რეგულარულად აცდენენ სხდომებსა და არ იღებენ მონაწილეობას კენჭისყრებში.


გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა:,, ჩემი კომიტეტის წევრია ბატონი მალხაზი და არც ერთი სხდომა არ გაუცდენია! დიდი უსამარათლობაა ამ დეპუტატის ახალაიას და ყიფშიძის გვერდით მოხსენიება! რაღაც გადაუმოწმებელ სისულელეს ვიღაცა წამოროშავს და მიდის მერე ამ კრეტინიზმის ტირაჟირება!“

 

 

ამავეს ამბობს გიორგი ვოლსკიც: წერეთელი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მაჟორიტარად ითვლება, რადგან მის სახელს უკავშირდება ე.წ. ,,რეგრესის პენსიის“ საკითხის მოგვარება და ის ასევე აქტიურად იბრძვის გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში. მისი აქტიურობით ბოლო პერიოდში მოხერხდა ჭიათურელ მოსწავლეთა პარლამენტში მიწვევა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ის ასევე ინიციატორია კანონპროექტის, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ კომპანიას უნდა გაეზარდოს მოსაკრებელი ჯერ 10-ჯერ, შემდეგ კი_20-ჯერ (2014 და 2015 წლებში).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია