საზოგადოება "ქუთასელმა" "საპატიო ქუთაისელის" წოდება კიდევ 7 ქუთაისელს მიანიჭა. შესაბამისი დიპლომების გადაცემას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულიაც დაესწრო.
"დავაფასეთ მათი ღვაწლი და შრომა, რაც ამ ქალაქის წინაშე მიუძღვით და კიდევ 7 ღირსეული ქუთაისელს მივანიჭეთ საპატიო წოდება. ეს არის დიდი სტიმული და მათი შრომის დაფასება",–განაცხადა საზოგადოება "ქუთაისელის" პრეზიდენტმა თეიმურაზ ლანჩავამ.
საზოგადოება "ქუთაისელი" უკვე 30 წელია არსებობს. ქუთაისს კი 51 საპატიო მოქალაქე ყავს.