დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ზარის ავტორი მთავრობას კვლავ ემუქრება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/18 15:17:41

 

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის მკვიდრი 72 წლის ომარ ფანჩულიძე ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ფანჩულიძე საზოგადოებამ პარლამენტში ბობბის შესახებ განხორციელებული ანონიმური ზარით გაიცნო. რამდენიმე თვის წინ ომარ ფანჩულიძემ პარლამენტში დარეკა და ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა, რის გამოც პარლამენტში დომა ჩაიშალა. ანონიუმური ზარის შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა, თუმცა, როგორც ფანჩულიძემ მოგვიანებით განაცხადა, მან დაუფინანსებელი თვალის ოპერაციის გამო მთავრობაზე ჯავრი იყარა და დეპუტატები შეაშინა. „რას ვითხოვ ისეთს, რომ ვერ მიფინანსებენ, 800 ლარიანი ოპერაცია, მხოლოდ ერთი თვალი რომ მაინც გადავირჩინო. ვის არ ვმართე დეპუტატებიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული, მაგრამ ყველა უარს მეუბნება. მაქვს ექიმის დასკვნა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, დაზღვევაც მაქვს, მაგრამ არავის აინტერესებს. ეგ კი არადა იმითაც კი არავინ დაინტერესებულა რატომ დავრეკე პარლამენტში და რა იყო ამის მიზეზი? მხოლოდ დამაჯარიმეს და გონიათ ამით მორჩა. არავის უკითხავს რამ მიმიყვანა ამ ზომამდე, სოციალურ დახმარებასაც კი არავინ მაძლევს მაშინ, როც სახლს ფანჯრები კი ჩამოენგრა და ღარაფერი გამაჩნია. არავინ მპასუხობს რა მიზეზით არ მიფინანსებს სამინისტრო 800 ლარიან ოპერაციას, მაშინ როდესაც თვითონ ყოველ დღესასწაულზე ათიათასობით პრემიებს ირიგებენ.  ეს რის ადამიანების აბუჩად აგდება. უკვე აღარაფერი მაქვს დასაკარგი. თუკი პასუხს არ მივიღებ, მაშინ ბომბის შესახებ ანონიმური ზარი მონაგონი იქნება, ისეთ რამეს ჩავიდენ, ჯერ რომ არავის გაუგონია და სამწუხაროდ მერე გვიანი იქნება“-განაცხადა ომარ ფანჩულიძემ. ფანჩულიძე PSNEWS.GE-ის დაუკავშირდა და მოსალოდნელი პროტესტის შესახებ აცნობა.  მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად 2 კვირინ ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმით იმუქრება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2869
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია