დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
ნანა კაკაბაძე:"თუ ბიუჯეტში თანხა არ არის, საიდან შეიძინეს ჩინოვნიკებმა ძვირადღირებული მანქანები?"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/17 21:18:59

 არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძე  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკანონო პატიმრების თემას შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკანონო განაჩენების გადახედვაზე უარის თქმით, ფაქტობრივად, უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე.

 

ნანა კაკაბაძე მიმართავს ყოფილ და ამჟამინდელ პატიმრებს და სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას ყველა მოქალაქეს, რომელიც 2004–20014 წლებში იმყოფებოდა  და იმყოფება პატიმრობაში,  რომელთა  მიმართ განხორციელდა წამება, ან არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა (მორიგეობით ძილი, საკნის გადატვირთულობა და ა.შ.).

 

 ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის იურისტები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეხმარებიან მოქალაქეებს ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლაში, რაც საჭირო იქნება მტკიცებულებების მოპოვებაში, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანაში და საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის საკითხში.

 

უფლებადამცველი ნანა კაკაბძე მაღალჩინოსნების ძვირაღირებული ჯიპების თემასაც შეეხო, მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელმაც უარი თქვ  უკანონო პატიმრებისათვის კონპენსაციის გადახდაზე, სამაგიეროდ, შეუძლია სამინისტროებისათვის ძვირადღირებული ჯიპების შეძენა, რომელთა ღირებულება   მილიონობით აშშ დოლარია.

_ მოკლედ ჩამოგითვლით იმ მაღალჩინოსნების მანქანებს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა შეიძინეს: ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ სამინისტროს დაქვემდებარებაში ერთ დღეში  მილიონ 135 ათასი ლარის მანქანები შეიძინა,  2013 წლის იანვრიდან დღემდე შს სამინიტრომ 22 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა მანქანებში, რაც შეეხება პროკურატურას, ყველას კარგად ახსოვს კრიმინალი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის   174 ათას ლარად შეძენილი ჯიპი, რომელიც ჯერაც პროკურატურის ბალანსზეა.

 

 ძვირადღირებული მანქანების შეძენის განსაკუთრებული მადით გამოირჩევა საკრებულო, მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია 2012 წელს სრულიად განახლებული  ავტოპარკი და არც ახალი წევრები დამატებია, მხოლოდ 2013 წელს ძვირადღირებული ახალი ავტომანქანები შეიძინესჰიუნდაი იქს“– 35 37 ათას 515 ლარად და ასევე კია ოპტიმას“– 44  ათასს  ლარად. 6 ცალი ჰიუნდაი ელანტრაშს სამინისტრომ  2013  წლის აპრილში 630 ათას ლარად. შს სამინისტრომ ცხრა ტოიოტა შეიძინა, ამას მოყვა  ორი 93 ათას ლარად ღირებული ლენდკრიზერ პრადო“. შს სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს  თანამდებობის პირებს  გეგმაში აქვთ  დახარჯონ 600   ათასი ლარი.

 

 

 

თუკი ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს ძვირადღირებული მანქანებისათვის, რატომ არ გააჩნია უკანონო პატიმრებისათვის საკოპენსაციო თანხები? იმის მიზეზით, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის, ციხეებში უაკანონო პატიმრები სხედან და ამ მიზეზით მათ არ ათავისუფლებენ. ეს რა  სამართლიანობის აღდგენაა? ამ დროს პატიმრები არ მოითხოვენ კონპენსაციას, მათ თავისუფლება სურთ, რომელიც ისედაც ეკუთვნით, ხელისუფლებამ  კი მათ უარი უთხრა თავისუფლებაზე, რამდენად კანონიერია ეს?_ განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია