დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შანსი ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/17 16:06:46

 

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური აქტიური მოქალაქეებისთვის 5 დღიან სემინარს აწყობს. სემინარი სახელწოდებით "თვითმმართველობა, აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობა–ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისთვის" მიზნად ისახავს ქუთაისის ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათთვის პროექტების წერის უნარ–ჩვევების გამომუშავებას. სემინარი გათვლილია 42 მონაწილეზე, რომლებიც 4 კრიტერიუმით შეირჩევიან, მათ შორის აუცილებელია პროექტების წერის გამოცდილება. სემინარი ჩატარდება 20–24 თებერვალს დაბა–ბაკურიანში და მას დაესწრება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ბუხაიძე.

სემინარის შემდეგ წარმატებული მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში.

"სემინარის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი გააქტიურება პროექტების მომზადების კუთხით და ასე
შემდეგ. ეს სემინარი ერთგვარი დასაქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მათთვის",–ამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ბუხაიძე. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია