ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. 200 მილიგრამი სისხლი დღეს მერიის 35–მდე თანამშრომლმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან და მის მოადგილესთან ნოდარ მიქიაშვილთან ერთად უანგაროდ გაიღო.
"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კარგი და კეთილი საქმის კეთება. ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და ჩვენც მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. კარგი იქნება თუ ჩვენი ქმედება მაგალითი იქნება სხვებისთვისაც",–განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.
ინიციატივა სისხლის უანგაროდ გაღების შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ეკუთვნის.