დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან
როგორ ჩაიგდო ხელში კეზერაშვილმა 800 მილიონი?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/16 19:57:39

პრემიერ–მინისტრი  ღარიბაშვილი  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე  მესაკუთრეებისათვის  წართმეული ქონების და ბიზნესზე ზეწოლის თემას შეეხო.  მისი  განცხადებით, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები  დიდი ხნის განმავლობაშისოლიდურ თანხებს   აგროვებდნენ, ხელში  ჩაიგდეს აქტივები. მათ შორისაა,   კეზერაშვილი, რომელმაც   ბიზნესმენებზე წართმეული ქონებით   800 მილიონი ლარი ჩაიგდო ხელში.  მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის  მდიდარი – განაცხადა ღარიბაშვილმა.

    –  ნაცმოძრაობამ  მესაკუთრეებს 7 მილიარდი  ლარის ქონება წაართვა   უძრავ–მოძრავი ქონების  სახით. რატომ არ მიმდინარეობს   გამოძიება, თუ როგორ ხდებოდა ქონებების წართმევა – გადაფორმება და საკუთრებების ჩამორთმევა?

მ კითხვების პასუხად პრემიერ–მინისტრი გენპროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს  ყველა დახურული საქმის გამოძიება,  ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც განხორციელდა ნაცმოძრაობის მიერ, მათ შორის, კეზერაშვილის საქმე, რომელმაც 800 მილიონი უკანონოდ, ბიზნესტერორით ჩაიგდო ხელში.

 

 – ინტერნეტსაიტებზე სააკაშვილის საიდუმლო მიმოწერის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, სადაც ის საფრანგეთის მართლმსაჯულებას სთხოვს, რომ  არ მოხდეს საქართველოში  დავით კეზერაშვილის ექსტრადირება.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ნაცმოძრაობის დისკრედიტირება.

 

სააკაშვილს ეშინია, რომ არ გამომჟღავნდეს სიმართლე. კეზერაშვილი იყო  ნაცმოძრაობის მთავარი დამფინანსებელი. ეს არის სკანდალი, ნაციონალებს კიდევ ერთი ცუდი დილა გაუთენდებათ. საიდან დააგროვა კეზერაშვილმა 800 მილიონი ლარი? რა თქმა უნდა, ბიზნესმენების დატერორებით.

 

მივმართავ გენპროკურატურას, (რომლის მუშაობითაც ძალიან კმაყოფილი ვარ), რომ  გამოიძიონ ყველა  დახურული საქმე,  ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან და  ბიზნესების დატერორებასთან–განაცხადა ღარიბაშვილმა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია