დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერის შეხვედრა ბიზნესმენებთან
ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა მოხსნილია
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/16 13:30:22

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომდგენლებს გასული წლის  ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და აღნიშნა, რომ  კოჰაბიტაციის პირობებისათვის დამახასიათებელი სირთულის მიუხედავად,  ბიზნესის განვითარების კუთხით გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, საქართველოში არ არსებობს  პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე  და საკუთრების უფლება დაცულია, ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც აისახა  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013–14 წლის მოხსენებებში.

 

საქართველო რეიტინგით 5 ადგილით გაუმჯობედა  და 148 ქვეყნებს შორის   77–ე ადგილიდან 72–ე ადგილზე გადაინაცვალა. კვლევის თანახმად საქართველოს პოზიციები  გაუმჯობესებულია, 114–დან 48  ქვეკომპონენტში. თუ ბიზნესის  მონაცემებით საქართველოს  მე–8 ადგილი უკავია ბიზნესის  კეთების  კუთხით, 2013 წლის იანვარ–ნოემბერში 2012 წელთან შედარებიოთ 7 % გაუმჯობესდა და   საბოლოოდ  46%  შეადგინა. ამასთან  საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 133–მდე გაიზარდა. აქედან დადებითი სავაჭრო ბალანსი 41 ქვეყნასთან დაფიქსირდა.

 

2013 წლის იანვარ– აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების    2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%–ით გაიზარდა და 383  მილიონ  აშშ დოლარი შეადგინა. რაც მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობს დარგში განხორციელებული უპრეცენდენტო აქტივობის შედეგია. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისათვის  მიღებულმა დახმარებამ  195  545  543 მილიონი  ლარი შეადგინა. 

 

2013 წლიდან ამოქმედდა შეღავათიანი კრედიტის პროექტი.  სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ახდენს  ბანკების მიერ დაფინანსებული აგროსესხების   9–12%–მდე თანადაფინანსებას.  აქტიური მუშაობა   მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო–სამელიორაციო დახმარების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც შემუშავდა სამელიორაციო სიტემის მოდერნიზაციო პროგრამა.

 

ბენეფიციარებმა მიიღეს სასოფლო სამეურნეო ბარათი და შესაბამისი სარგებელი,  რამაც 195 545  ათასი  ლარი შედგინა.2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მუშაობა  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. ეს  გახლავთ 500 მილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა. საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო_ განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

 

 

  ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ მინისტრი):

_ ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მათთან   გულწრფელი საუბარი მქონდა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა და რა არის მთავარი  პრიორიტეტი.   ბიზნესმენებთან შეხვედრა და  და დიალოგი კვლავ გაგრძელდება.  მინდა ბიზნესმენებისგან   მოვისმინო  ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია. 

 

თუ ადრე  ბიზნესზე  პოლიტიკური ზეწოლა იყო , დღეს ბიზნესი აბსოლუტურად გათავისუფლებულია ზეწოლისაგან. საქართველოში არსებული წარმოების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი საზრუნავია. ადგილობრივი წარმოების განვითარებაში ჩაერთვებიან,   როგორც  მეწარმეები, ასევე მთავრობაც. ეს კი,  ადგილობრივი ბიზნესის  კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და  წახალისებას გამოიწვებს.

 


    ირაკლი მარგველაშვილი (კომპანია  თბილღვინოს გენერალური დირექტორი):

_ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრი შეგვპირდა  წარმოების ამაღლებისათვის ხელშეწყობას. ძალიან   მალე დაიწყება   სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის   ხელშეწყობა.  საგარეო ვაჭრობის  განვითარების კუთხით არც ისე სახარბიელო  მდგომარეობაა,  ხელისუფლების მხრიდან ექსპორტ–იმპორტის ბალანსის აღდგენის ინიციატივა  მისასალმებელია.

 


  ლევან ფხაკაძე  (კომპანია "ვისოლის" დამფუძნებელი):

–ნავთობის ფასს განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარი , ამიტომაც  უახლოეს მომავალში ნავთობის ფასის შემცირებას არ უნდა ველოდოთ, ამ სიტუაციაში ძალიან ძნელი იქნება   ნავთობპროდუქტებზე ფასის შემცირება.

 


ზურაბ  გვასალია(ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი):

_ის მოლოდინები, რომელიც ბიზნესექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ მთავრობის მიმართ, ფაქტობრივად გამართლდა.   ბიზნესმენების სტრატეგიულ ხედვებს   მთვარობაც იზიარებს.  შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც  პირველ რიგში ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. რაც შეეხება საბანკო სფეროს , საბანკო სექტორი მთავრობისაგან მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იქება.   ბანკები სახელმწიფოსაგან მიიღებენ 200 მილიონ  ლარ კრედიტს. მეწარმეები მიიღებენ გრძელვადიან კრედიტებს, რომლითაც დაფინანსდება   სხვადასხვა  ბიზნესპროექტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია