დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი „ნაციონალები“ ქუთაისისთვის თბილისის პარლამენტის შენობის შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/16 13:07:40

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ ტყემელაძის განცხადებას,   ქუთაისისთვის თბილისში არსებული პარლამენტის შენობის   შესაძლო გადაცემის შესახებ. ფრაქციის დეპუტატატების თქმით ისინი არასოდეს დაუჭერენ მხარს ამ ინიციატივის განხორციელბას, რადგან ეს ქუთაისის დასამარებას ნიშნავს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოხატავს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის საერთო პოზიციას და მოუწოდებს ქალაქის ხელმძღვანელობას უარი თქვას ამ პროცესში მონაწილეობაზე.

„ახლა როცა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების თეორიული შანსიც კი დაკარგა, ცდილობს სხვა საშუალებით მიაღწიოს მიზანს.  მოვუწოდებთ ქალაქის მერს, გუბერნატორს, საკრებულოს თავმჯდომარეს არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს ქუთაისის დასამარებას“,-აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით გოგისვანიძე.

ქუთაისისთვის თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია ზურაბ ტყემალაძემ გუშინ გააჟღერა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ვერ განხორციელდება ქუთაისის საკრებულოს თანხმობის გარეშე, რადგან ქალაქის ბალანსზე შენობის გადაცემას სწორედ საკრებულომ უნდა დაუჭიროს მხარი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია