დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
ქუთაისელები პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით "ვაკელების" და "ვერელების" ახირებას ეწინააღმდეგებიან
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/15 17:34:48

დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში რუსთაველის N8–ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადმოეცეს, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

თემასთან დაკავშირებით  psnews.ge საზოგადოების სხვადასხვა ფენის რამდენიმე წარმომადგენელს ესაუბრა.

 

გიორგი თევდორაძე (საპარლამენტო უმცირესობის წევრი):

,,ეს არის ,,ვაკელების"  და ,,ვერელების’’ ახირება, რომ საკუთარ პრესტიჟულ უბნებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროსაც არ გასცდნენ. ეს მათი იდიოტური განზრახვაა და იმედია, ქუთაისის საკრებულო ამ ვერაგობის სისრულესში მოყვანას, პოლიტიკური მიმართულების მიუხედავად, მხარს არ დაუჭრს.

 

მათ, ვინც ვაკესა და ვერას ვერ ელევა, მე მინდა სხვა რამ შევთავაზო: არ გვინდა, ბატონო, მაგათი შენობის ჩუქება, ყელამდე ვართ მათი პატივისცემით. პირიქით, ჩვენ მივცემთ პარლამენტის ახლოს მდებარე ფართს, გადმობრძანდნენ  და აქ მოიწყონ კომფორტი’’

 

 

***


ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრი გია გოქაძე ამ ფაქტს საპირველაპრილო ნაადრევ ხუმრობად აფასებს და არ აპირებს, საკითხს საკრებულოზე მხარი დაუჭიროს: ,, ეს საპირველაპრილო ხუმრობას გავს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აპრილამდე ჯერ დიდი დროა, რეალობა შემდეგში უფროა –  თბილისელ ,,სვეტებს,, ქუთაისი იმდენად სძულთ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ქალაქიდან შორს იყონ.

 

***


 

 psnews.ge–მ  ამავე ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მსახიობ მარიკა სამანიშვილსაც სთხოვა:  ,, რა გაუგებრობაა? რას მიედ-მოედებიან?  ჩვენ ამ გადატანა–გადმოტანისთვის არ გამოგვიხატავს მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა მთავრობა ემსახუროს ხალხს და ამას ქამდე ვერ ვგრძნობთ, ქუთაისს პარლამენტის აქ გადმოტანით დღემდე მხოლოდ ერთი რამ შეემატა - შენობა.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია