დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
თბილისის მერია საკრებულოს წინააღმდეგ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/15 11:08:27

 თბილისის  ბიუჯეტიდან სოციალური პროექტების დაფინანსება შეიძლება ეჭქვეშ დადგეს. ამის შესახებ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,  ვიცე–მერმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა.  მისი განმარტებით,  სწორედ საკრებულომ დაბლოკა  ბიუჯეტის დამტკიცება და  გამომდინარე აქედან, მერია ვეღარ შეძლებს  სოციალური პროექტების ამოქმედებას, თუკი  2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულო ვერ შეძლებს.

 

 სევდია უგრეხელიძე:  

თუ    საკრებულო 2014 წლის  თბილისის ბიუჯეტს  არ დამტკიცებს, მაშინ საფრთხე შეექმნება სოციალურ პროექტების განხორციელებას. ამ მიზნით  უკვე  თვენახევარია, არცერთი შეხვედრა არ შემდგარა.   სამწუხაროდ, საკრებულომ  დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი მიზანმიმართულად ჩააგდო.  ეს კი დააზარალებს თბილისელებს, ისინი ვერ მიიღებენ  მათთვის აუცილებელ დახმარებას,  კომუნალურ ვაუჩერს და  სატრასპორტო შეღავათებს.  

 

 

 ირაკლი აბესაძე (თბილისის  მერის მოადგილე):

_ქალაქის მერია საკრებულოს ადანაშაულებს ბიუჯეტის  დამტკიცების ჩავარდნაში. მინდა, განვუმარტო თბილისელებს, რომ  პრობლემები შეიქმნა როგორც   კომუნალური ვაუჩრის დარიგების , ასევე უფასო სასადილოების დაფინანსების და  სხვადასხვა სოციალურ დახმარების პროგრამების განხორციელებაში.  შეჩერდება   სოციალური სახლების მშენებლობა,  შეწყვეტილია  ახალი ავტობუსების შემოყვანის ტენდერი, ასევე  კითხვითი ნიშნის ქვეშაა შემოერთებული სოფლების წყალმომარაგების საკითხიც. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა  ეკისრება თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობას. მათ ზერელე მიზეზების გამო, არ დაუჭირეს მხარი  2014 წლის ქალაქის ბიუჯეტს.

 

 

 მერიის ბრალდებას საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ჯაბა სამუშია  პასუხობს:

 

ჯაბა სამუშია ( საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი):

_ მერიას საკმარისი თანხები აქვს სოციალური პროექტების განსახორციელებლად, მათ არამიზნობრივად დახარჯეს  სოციალური პროექტებისათვის განკუთვნილი  თანხები. მერიას უფლება აქვს, ყოველთვიურად  დახარჯოს 60 მილიონი ქალაქის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

 

 ახლა, როცა თბილისის მერია საკრებულოს ადანაშაულებს სოციალური პროექტების გაჩერებაში, ეს უბრალოდ საბოტაჟია თბილისელების მიმართ და მეტი არაფერი. საკრებულო მზადაა, კონსულტაციები აწარმოოს მერიის წარმომადგენლებთან.  აქვე მინდა განგიმარტოთ, რომ  საკრებულოში არ შემოსულა 2014 წლის მერიის  იანვრის თვის ხარჯვითი ნაწილის ანგარიში, ამიტომ საკრებულო მერიას აძლევს შენიშვნებს და სთხოვს დეტალურ ანალიზს,  წამოაგინოს ხარჯვით ნაწილი.  

 

მერიის მიერ  საკრებულოში შემოტანილი 15 პროექტიდან, 10  არ დავაკმაყოფილეთ, რადგანაც  ბუნდოვანი იყო. უკვე რამდენიმე დღეა, მერია ბრალდებებს გვიყენებს და ბიუჯეტის ჩაგდებაში გვადანაშაულებს,  თანხები არის ორჯერ მეტი, მაგრამ თბილისის მერიამ  არასწორად დაგეგმა ბიუჯეტი, რასაც საკრებულო მხარს არ დაუჭერს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია