დიდთოვლობამ ჭიათურაში ელექტროენერგიისა და გაზის პრობლემები ისევ წარმოშვა.
წუხანდელი თოვის გამო, შიდა გზები ჩაიკეტა. სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გზის საფარის გაწმენდა ამჯერად ჭიათურა–ზესტაფონის მიმართულებით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ხვალისთვის მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და გზებიც გაიხსნება.
ამ დროისათვის ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრამდეა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ხვალამდე გასტანს.