საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩხარტიშვილი შს მინისტრს გიგი უგულავას ინტერესების დაცვაშაში, აქციის დარბევასა და უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/13 22:51:43

 

  უფლებადამცველი  ლაშა ჩხარტიშვილი   პრემიერ ღარიბაშვილისაგან  შს მინისტრის პასუხისმგებლობას მოითხოვს. თუ აქციის დარბევა შს მინისტრის ბრძანება არ ყოფილა, მაშინ ის უნდა გაემიჯნოს აქციის დარბევისა და ჩემი დაკავების ფაქტს.

 

-ისტორია არ უნდა განმეორდეს, ჩვენ ვგეგმავთ უკანონო დაკავებისა და მანიფესტაციების დარბევის ფაქტზე სასამართლოში ჩივილს, ასევე ვიბრძოლებთ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პოლიციელი, ვინც აღასრულა უკანონო ბრძანება.

გარდა ამისა,  31 იანვრამდე ვაძლევთ ხელისუფლებას დროს, რომ გააუქმოს გიგი უგულავას და მერიის გადაწყვეტილება, უკანონო მშენებლობის  ნებართვის გაცემის თაობაზე და პასუხი მოსთხოვოს ყველა იმ ადამიანს,  ვინც დაიწყო  აქციების დარბევა.

 

ჩვენ თავის მოტყუებას არ ვაპირებთ და არ გავუშვებთ ამ ხელისუფლებას იმ გზაზე, რომელიც დატოვა ნაციონალურმა მოძრაობა. დღეს ქვეყანა ავტორიტარიზმისაკენ მიდის და ამის გამოვლინება იყო 10 იანვარს აქციის დარბევა ვაკის პარკში. ჩვენ მოვითხოვდით  მერიის მიერ უკანონოდ გაცემული ნებართვის გაუქმებას.თუმცა, პოლიციელებისაგან მივიღეთ  უკანონო აქციის დაცვა.

 

ისევე, როგორც  აპატიმრებდნენ და ასამართლერბდნენ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ იგივე მოსამაერთლეები ასამართლებენ დღესაც. ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა. ახლა უკანონო პრაქტიკის გაგრძელოება ხდება.

 

დღეს საქართველოში უკანონო მშნებლობების, ჰესების, ოქროს საბადოს მოპოვების,  ბუნებრივი რესურსების განადგურებისა და ადამინის სიცოცხლის ხარჯზე სახელმწიფო ემსახურება ნაციონალების იდეებს. მოსამართლე ყანჩელმა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვიდეომასალა, მაინც მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება.

 

მერიის შესასვლელს სამი ბენდუქიძეც კი ვერ  ჩაკეტავდა და ჩვერ რას ჩავკეტავდით. თუკი პროკურატურა არ გამოიძიებს ვაკის პარკის ტერიტორიის უკანონო გასხვისების ფაქტს, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მიტინგს  31 იანვარს  პროკურატურასთან და გაგრძელდება შს სამინისტროსთან. მოვითხოვთ მშვიდობიანი მანიფესტაციის დამრბევების დასჯას. ვფიქრობ,  შს მინისტრი არ იყო ინფორმირებული. თუკი ის დაამტკიცებს, რომ მან გასცა ბრძანება, მაშინ  შს მინისტრი დატოვებს თანამდებობას.

 


    ლაშა ჩხარტიშვილი პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობის  საკითსაც სვამს. მისი  მოთხოვნით, ღარიბაშვილი ვალდებულია,  დააყენოს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ვაკის პარკის  10 დეკემბრის აქციაზე.


 

 ჩხარტიშვილი  შს მინისტრს  გიგი უგულავას ინტერესების  დაცვაშაში, აქციის დარბევასა და უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია