საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი სიხარულიძე გადაწყვეტილების შეცვლას ქუთაისის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერის სურვილით ხსნის
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/13 19:56:31

 

ქუთაისის  საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი სიხარულიძე მის მიერ საკრებულოდან წასვლასა და შემდეგ გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.

 

სიხარულიძე ვრცელ წერილში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მას მიმდინარე პროცესებისადმი პროტესტი გაუჩნდა. გადაწყვეტილების შეცვლას კი იგი  შოთა მურღულიას ქალაქის მერად  არჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობის სურვილით ხსნის.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალაქის მმართველ რგოლებში დაპირისპირებები, გავლენის სფეროთა გადანაწილება...საკადრო საკითხების არასამართლიანი ლობირებისთვის საატესტაციო კომისიის გამოყენება...ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების ეგიდით სკვერების და გაზონების სათავისოდ გაიჯარება...და სხვა მსგავსი საკითხები აუცილებლად გამოიწვევდა საზოგადოების დაინეტრესებას და აღმოჩნდებოდა საკრებულოს იმიჯის შემლახავი.

 

დაუშვებლად მიმაჩნდა ქალაქის ახალ ხელმძღვანელებზე ზემოქმედებისა და გავლენის ამგვარი ბერკეტის გამოყენება. ამდენად,  სწორედ ხელისუფლების ახალი წარმოამდგენლებისადმი მხარდაჭერის სურვილმა შემაცვლევინა ჩემი საპროტესტო განწყობილება და გადამაწყვეტინა უფრო გავაქტიურდე და უარი არ ვთქვა საკრებულოს წევრობის სტატუსზე და არ გავუშვა შანსი აქტიურად ჩავერთო ქალაქის მერად დღევანდელი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პროცესში",–ნათქვამია საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის აკაკი სიხარულიძის წერილში.

 

შეგახსენებთ, რომ აკაკი სიხარულიძემ საკრებულოდან წასვლის შესახებ განცხადება  რამდენიმე დღის წინ დაწერა, თუმცა, სიხარულიძემ გადაწყვეტილბა მალევე შეცვალა.


საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე მომხდარს თავისუფალი არჩევანის შეზღუდვად აფასებს და  ამბობს, რომ სიხარულიძეს გადაწყვეტილება  ზეწოლის შედეგად მიაღებინეს და გადაწყვეტილების  გაბათილების მიზნით მას ახალი განცხადება დააწერინეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია