საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
“ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს უშიშროება და პროკურატურა აშანტაჟებს”
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/13 13:24:50

ქუთაისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია გამოეხმაურა. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით,  საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა საკრებულო საბავშვო ბაღად გადააქცია.წულაიას პროტესტი საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატის აკაკი სიხარულიძის განცხადებებს შეეხება. წულაიას თქმით სიხარულიძემ საკრებულოს დატოვების შესახებ განცხადება ორ საათში ზეწოლის შედეგად შეცვალა.

"დეპუტატმა სიხარულიძემ საკრებულოს დატოვების შესახებ განცხადება უშიშროების და პროკურატურის ზეწოლის შედეგად შეცვალა. მედროვე სიხარულიძემ ცხოვრებაში პირველად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის განხორციელებაშიც ხელი შეუშალეს. მოვუწოდებ საკრებულოს თავმჯდომარეს იმოქმედოს კანონის ფარგლებში და დააკმაყოფილოს სიხარულიძის პირველი განცხადება და საკრებულო ნუ გადააქციეს საბავშვო ბაღად. პოლიტიკა უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა, ძალოვანმა უწყებამ კი თავის საქმეს მიხედონ",–განაცხადა წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია