საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი "ნაციონალის" სადებიუტო პიესა –"შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი საკონკურსო–საატესტაციო კომისია"
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/13 13:12:29

პროლოგი– მოქმედება ვითარდება საკრებულოს თავმჯდომარისა და  გუბრნატორის კაბინეტებში, ასევე მისაღებშიც და გ.ტაბიძის ქუჩის ისტორიულ შენობაში.

პროდიუსერი–კოალიცია "ქართული ოცნება"

რეჟისორი –იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი

ოპერატორი–გოჩა თვედორაძე

მონტაჟი –ძალოვანი სტრუქტურები

საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა გია გოქაძემ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი ვითარება სატირულ–იუმორისტული ჟანრის "პიესით" გააპროტესტა. გოქაძისეული სცენარი ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამ მოვლენების მთავარ მოქმედ პირებს ეხება. "პიესაში",  რომელიც გოქაძის თქმით "ნაციონალების" თამაშიდან გაშვების სცენარს ასახავს  თანამდებობის პირები სხვადასხვა როლებში არიან გამოყვანილი.  

გოქაძის  სატირულ–იუმორისტული ჟანრის "პიესაში" მთავარ როლს ასრულებენ საკრებულოსა და  ორკაციანი შემადგენლობით დარჩენილი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, კომისიის ერთადერთი წევრი კახა ნემსიწვერიძე და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მღვდელაძე.

გოქაძისეულ პიესაში ქალაქის მერად წოდებული მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია "ნარმანიას ძმაკაცის" ტიტულს ატარებს.  მოტყუებულ ადამიანებად კი კონკურსის მონაწილეები არიან გამოყვანილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია