საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უსახლკაროთა თავშესაფარში მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/11 22:17:10

 

  დღეს, თბილისსი, მოსკოვის გამზირზე   მდებარე  უსახლკაროთა  თავშესაფარში  მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად შიმშილი და ავადმყოფობა სახელდება.  

 

თავშესაფრის მობინადრეების  განმარტებით, მე–19  კარავში ქალბატონი   პოლიციელებმა   30 დეკემბერს  შეიყვანეს. მოხუცს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა  და საჭმელს არ ჭამდა.  

 

 შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის  მინისტრის  მოადგილე კი სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით,   მოხუცი ქალბატონი სრულიად ჯანმრთელი იყო და უცნობია, თუ  რა გახდა მისი  გარდაცვალების მიზეზი, რაც მხოლოდ  ექსპერტიზის დასკვნას შემდეგ გაირკვევა.


 

– ქალბატონი თავშესაფარში შეყვანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო და რაიმე სერიოზული ჩივილები არ ჰქონია, მას ჩატარებული ჰქონდა სამედიცინო შმოწმება,   ექსპერტიზა საბოლოოდ  დაადგენს გარდაცვალების   ნამდვილ მიზეზს – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი  მახათაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია