დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპროტესტო აქცია
ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/11 20:17:29

ქუთაისის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის,  თამაზ მარგველაშვილის, გადაყენების მოთხოვნით მერიის წინ  ხმაურიანი აქცია გაიმართა. პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კონკურსის შედეგების გაბათილით უკმაყოფილო კონკურსანტებმა და  კომისიის ყოფილმა წევრებმა გამოხატეს.

 


„საკონკურსო საატესტაციო კომისია მიზანმიმართულად ეწეოდა კადიდატების დაბლოკვას. მე რაღაც აბსურდული მიზეზების გამო, კონკურსის პირველივე ეტაპიდან მომხსნეს. დარღვევებზე ყველანაირი პასუხისმგებლობა კომიისიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და ჩვენ მის დაუყოვნებლივ გადაყენებას ვითხოვთ. ადამიანი,  რომელმაც ვერ შეძლო შვიდკაციანი გუნდის მართვა, ძნელი დასაჯერებელია, საკრებულოს მართვა შეძლოს. ამიტომ მან ერთდროულად ორივე პოსტი უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საპროტესტო გამოსვლები უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს,“– განაცხადა კონკურსისს მონაწილემ, სამოქალაქო ინსტიტუტის „არგო“-ს წევრმა, მანანა მანაგაძემ.

 

აქციაზე იმყოფებოდა კომიისიის ყოფილი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საჩინო“-ს თავმჯდოამარე, ზურაბ ხურციძე, რომელმაც psnews.ge-სთან კომისიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა: „მარგველაშვილმა კონკურსიის შედეგად ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც მას სჭირდებოდა, მაგრამ მერე უცოდინრობით და დაუდევრობით ამ ხალხს თავის დროზე საჭირო დოკუმენტების წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდაა. კანონის 34–ე  მუხლში პირდაპირ არის გაწერილი,  რომ შედეგების შესახებ ყველა კონკურსანტს 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს, თავად გამარჯვებულმა კი საჭირო დოკუმენტაცია ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაუფრთხილებლობის პასუხისმგებლობა მე, როგორც კომისის წევრს, არ მეკისრებოდა, მაინც დაუშვებლად ჩავთვალე ამ გუნდში დარჩენა და აქციის მოთხოვნებსაც სრულიად ვეთანხმები. მარგველაშვილმა პასუხი კომიისის დატოვებით უნდა აგოს.“

 

მოთხოვნების შესახებ კომენტარი გააკეთა კომისიის ასევე ყოფილმა წევრმა, მამუკა მღვდელაძემ, რომელიც შემადგენლობას პირველი გამოეყო: „მართალია, მარგველაშვილს აქვს იურიდიული უფლება,  მოიწვიოს ახალი შემადგენლობა, მაგრამ  არა აქვს ამის მორალური უფლება იმ პირობებში, როდესაც კომისია, ფაქტობრივად, დაშლილია და 7 წევრიდან მხოლოდ 2 დარჩა.  ჩვენ შემადგენლობა  ბრალდებებით დავტოვეთ, მარგველაშვილმა კონკურსში ხალხი პროტექციონიზმით აირჩია“.

 

ცნობისთვის:  საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობა კიდევ  5-მა წევრმა – მამუკა მღვდელაძემ, ზურაბ ხურციძემ, ნინო დვალმა, ნესტან ნებულიშვილმა და ნუკრი კვირიკაშვილმა დატოვეს. შვიდკაციანი შემადგენლობიდან, ამჟამად  კომისიაში თავად თამაზ მარგველაშვილი და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კახაბერ ნემსიწვერიძე რჩებიან. ასევე შეგახსენებთ, რომ  საჭირო დოკუმენტაციების განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის გამო, კონკურსში გამარჯვებული 48 კანდიდატიდან ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ  44 კანდიდატის  შედეგი   ბათილად ცნო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია