საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
იპოთეკით დაზარალებული –„ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ბიძინას დანაპირები“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/10 19:30:06

ეკონომიკის სამინისტროს შენობის  წინ იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს და  შენობას კვერცხები ესროლეს

 

დღეს ეკონომიკის სამინისტრის შენობასთან  ქუთაისიდან   იპოთეკით დაზარალებულები ჩამოვიდნენ და აქცია გამართეს. ისინი ეკონომიკის მინისტრს გამოსახლებისა  და მათი  ბინების  აუქციონზე გატანის შეჩერებას სთხოვენ.

 

იპოთეკით დაზარალებულებს ეკონომიკის სამინისტროდან არავინ  გამოხმაურებია.

 

აქციის მონაწილეებმა სამინისტროს შენობას კვერცხები დაუშინეს, ხოლო  შენობიდან გამოსულ დეპუტატ გოგი ქავთარაძეს  მედროვე დეპუტატი უწოდეს.


აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროს და ხელისუფლებას უუნარობასა და დანაპირების შეუსრულებლობაში  ადანაშაულებდნენ.


ეკონომიკის მინისტრო, გაგვეცი პასუხი, რომ ჩამჯდარხარ ძვირადღირებულ ჯიპში...

 

დავით ლურსმანაშვილი (იპოთეკით დაზარალებული):


    გაიყიდა ჰესები, მთელი კახეთის საძოვრები და შირაქის ველი, ეკონომიკის სამინისტრო ის სატანური შენობაა, სადაც საქართველოს ყიდიან და წამგებიან ხელშეკრულებებს დებენ. ახლა ისინი, ვინც ამ სამინისტროში სხედან, ჩვენი უბედურებით ითბობენ ხელს,

 

დაზარალებულმა იპოთეკარებმა თითქმის ყველა ორგანიზაციას მივმართეთ, რომ დაგვხმარებოდნენ და ჩვენი გულისტკივილი გულთან მიეტანათ,გაეთვალისწინებინათ ჩვენი პრობლემები, მაგრამ , თქვენ წარმოიდგინეთ, ყველგან უარი გვითხრეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაგვწირეს.

 

ქართველ ხალხს მივმართავთ თხოვნით, დაგვიდექით  გვერდით. დღეს ხელისუფლებაში არიან არაქართულად მოაზროვნე ადამიანები, ვეღარ ძღებიან, ისე გამდიდრდნენ, პრემიებსაც  აღარ  იკლებენ. ეკონომიკის მინისტრო, რა გააკეთეთ?, გაგვეცით პასუხი, რომ ჩამჯდარხართ ძვირადღირებულ ჯიპში?  განა ეს ის მთავრობა არ არის, როცა მოდიოდა ხელისუფლებაში, გვპირდებოდა, რომ ყველა პრობლემას მოაგვარებდა, თვით ივანიშვილმა არ მოიყვანა ეს ხალხი? მერე რა გააკეთეს? ჯიპებს ყიდულობენ, პრემიებს ირიგებენ.


 რას მოითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსაგან?


 მოვითხოვთ გრძელვადიან კრედიტებს, ასევე – იმას, რომ, შეჩერდეს ეს ვანდალური გამოსახლებები. რა ხდება?  თუ თურქეთის პრემიერი მიხვდა და ხალხის მხარეზე დადგა, ჩვენ ვინ გვიყურებს?-არავინ. პარლამენტი ხომ საერთოდ პრეზერვატივებზე და პირად პრობლემებზე საუბრობს, არც მთავრობა ფიქრობს ჩვენზე, რა გავაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ?

 

***

 

 მარინა სუბათაშვილი  (იპოთეკით დაზარალებული):

 

– ეკონომიკის სამინისტროს კვერცხები დავუშინე, ვითხოვდით სამინისტროდან წარმომადგენელი ჩამოსულიყო და გაგვსაუბრებოდა, მაგრამ არავინ იკადრა  ჩვენთან ჩამოსვლა. გვინდოდა შენობაში შესვლა, მაგრამ შიგ არ შეგვიშვეს,  რა გავაკეთოთ, ამ შენობას თავზე დავამხობთ.

 

ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატებად შეიყვანა პარლამენტში თავისი სუფრის მეგობრები, რომლებიც ვერაფერს ვერ წყვეტენ, ამიტომაც სოსო ჯაჭვლიანმა რინგი გაუმართა ბარამიძეს ხალხის დასანახად. ჯაჭვლიანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალები“ არიან ქათმებიო, სამაგიეროდ „ოცნების“ წარმომადგენლები ქათმების დადებული კვერცხები არიან.

 

დეპუტატებმა ჩვენი გულისტკივილი გულთან არ მიიტანეს, ამიტომ ის, რაც მოუვიდა დღვანდელ კვერცხებს, ისე მოუვათ  ამათაც.  ახლა ქუთაისიდან ჩამოვედით, იმიტომ, რომ ეკონომიკის მინისტრი დახმარებას შეგვპირდა, მაგრამ მოგვატყუა. 

 

პარლამენტარი გოგი ქავთარაძე იპოთეკარების წინააღმდეგ წავიდა. დღეისათვის გამოსახლება გვემუქრება და ვითხოვთ დაბალპროცენტიანი სესხით ჩანაცვლებას, ეს ხომ მათი დანაპირები იყო? ესეც რომ არა,  ისედაც ბიზნესისთვის ხომ გვპირდებოდნენ გრძელვადიან სესხებს?

 

***

 

 გიორგი ეჟიშვილი ( ომის ვეტერანი, იპოთეკით  დაზარალებული):


 ბატონი ბიძინა დახმარებას დამპირდა...

–  ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვთ,  გამოსახლების აღსრულების შეჩერებას და დაბალპროცენტიან სესხებს. მოგვცენ სესხები, ამით არც სახელმწიფო დაზარალდება და ჩვენც ამოვისუნთქავთ. საქართველოდან ბიზნესმენები გარბიან. ბიძინა ივანიშვილი იძახდა, სამართალი აღვადგინოთო, მაგრამ აღადგინეს?

 

სიცრუის მიტი არაფერი არ გაუკეთებიათ.   ბიძინა ივანიშვილი სამსახურს შემპირდა, მე ვთხოვე, პატარა ბიზნესი მაქვს და სესხით დამეხმარეთ მეთქი, შემპირდა – ორ თვეში სესხსაც დაგიფარავთ და  დაგეხმარებითო, მაგრამ ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ბიძინას დანაპირები.

 

   ***

 

 მაია მახარაძე(იპოთეკით დაზარალებული):

 შეწყდეს ბინებიდან გამოსახლება!

– ნუ ატყუებენ მოსახლეობას, ვთხოვთ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და სხვა კომპეტენტურ პირებს, შეასრულონ დანაპირები. ყოველდღე ადამიანები ქუჩაში რჩებიან, მივმართავ დავით უსუფაშვილს , რომ აკრძალოს ბინების იპოთეკით დატვირთვა, რომელიც ადამიანებს ტოვებს ქუჩაში. პირველ რიგში, შეწყდეს ბინებიდან გამოსახლება, დროულად აამოქმედონ კანონები და ტყუილად ნუ სხედან პარლამენტში.

 

***


ოგი ქავთარაძე  (პარლამენტარი):

        ეს ადამიანები ქუთაისში, პარლამენტის წინ მართავენ აქციებს, ახლა აქ მოსულან, მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ იპოთეკარებს დავეხმარო.  ქუთაისში რომ ჩავალ, აქტიურად ჩავერთვები  ამ  საქმეში. პარლამენტში მსჯელობენ ამ საკითხზე და იმედია, დადებითად  გადაწყდება.


 ***


ეს რა პასუხია, რა უნდა ამ კაცს პარლამენტში, _- გაიძახიან  იპოთეკით დაზარალებულები და დეპუტატ გოგი ქავთარაძეს ჯიპამდე მიყვებიან, სჯობდა  პატივსაცემ  მსახიობად დარჩენილიყავი, ვიდრე პარლამენტში უმოქმედო დეპუტატად ყოფილიყავი –  მიაძახეს მსახიობს, რომელიც მშვიდად ჩაჯდა  ძვირადღირებულ ჯიპში  და ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორია დატოვა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია