დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
მრავალშვილიანი დედა – „ქუთაისის მერიაში მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელება ადარდებთ’’
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/10 18:18:23

ქუთაისელი მრავალშვილიანი დედები მერიაში ახალი საშტატო ერთეულის შექმნას ითხოვენ. მრავალშვილიანები ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახალი ბიუჯეტი ისე დაამტკიცეს, სოციალურ პროგრამებს რა თანხა ეთმობა, ამის შესახებ  არაფერი იციან.

 

,,ოთხშვილიანი დედაა დასახმარებელი და მე რვა შვილის დედა არაა? იმის გამო, რომ ჩემი შვილები სრულწლოვნები არინ? ოჯახში ჩვიდმეტი წევრი ვართ და აქედან მხოლოდ ორი მუშაობს. მაშინ დაგვასაქმონ და არ გვინდა მათი დახმარება.


რადგან ადგილობრივი მთავრობა არაფერს აკეთებს ჩვენთვის და მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ, გვინდა მერიაში ახალი სამსახური შეიქმნას, რომლის თავმჯდომარესაც თავად ჩვენ ავირჩევთ და მისი დახმარებით ადგილობრივ ხელისუფლებამდე ჩვენი პრობლემების მიტანას შევეცდებით ’’– აღნიშნა 8 შვილის დედამ ციცო აბულაძემ.


იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მრავალშვილიანი დედები მერიის წინ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას გეგმავენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია