დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
რატომ გადაიფიქრა "ოცნების" დეპუტატმა სიხარულიძემ საკრებულოს დატოვება?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/10 16:02:38

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა აკაკი სიხარულიძემ დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს ჯერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, ხოლო მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და თავისივე განცხადება უკან გამოითხოვა.

 

„რაც შევიტანე, ისევე ის გამოვიტანე, რადგან გადავიფიქრე და აღარ მაქვს სურვილი, საკრებულო დავტოვო“ – განაცხადა სიხარულიძემ.

 

ამ ფაქტს ცოტა ხნის წინ  გამოეხმაურა საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი გია გოქაძე და აღნიშნნა, რომ სიხარულიძემ კი არ გადაიფიქრა, არამედ – გადააფიქრებინეს:

 

„კაცს უნდოდა, დეპუტატის მანდატი მოეხსნა და ხელების გადაგრეხვით აიძულეს, საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაეღო. ამის უკან სხვა არავინ დგას, თუ არა გუბერნია და ძალოვანი უწყებები.

 

საუბრობენ, თითქოს ერთ-ერთი ვერსიით, სიხარულიძეს უნდოდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი,რაზეც უარი უთხრეს და გაბრაზდა.  კაცი საკუთარ გუნდში თავს არაკომფორტულად გრძნობს. აი, უმრავლესობის გუნდური მუშაობის პრინციპი’’ – აღნიშნა გოქაძემ. 

 

გუბერნატორისა და ძალოვანი უწყების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს უარყოფს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე და აცხადებს, რომ სიხარულიძემ საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება,,ცხელ გულზე’’ მიიღო, მოგვიანებით კი მიხვდა, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნებოდა და გადაწყვეტილება შეცვალა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია