დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო პატარიძე გია გოქაძის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას უარყოფს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/10 14:51:07

გია უკლება თანაგუნდელის, გია გოქაძის, სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით  ანგარიშსწორებად აფასებს.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრი გია გოქაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტს დღეს გოქაძის თანაგუნდელი, გია უკლება,  გამოეხმაურა და მომხდარი პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებად შეაფასა.

 

„ეს არ იყო რეორგანიზაცია, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რაც მუსიკალური აიპის ხელმძღვანელობიდან მოდის, რადგან გია გოქაძე იქ მუშაობდა და დაწესებულებამ მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.  ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც იქ კადრების რაოდენობა მასშტაბურად იზრდება.’’–  აღნიშნა გია უკლებამ.

 

psnews.ge ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად მუსიკალური გაერთიანების ხელმძღვანელს, ლადო პატარიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.


პატარიძე უკლებას ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ  მან შესთავაზა გია გოქაძეს, თანამდებობა  შეენარჩუნებინა, თუმცა ნაციონალმა საკრებულოს წევრმა  პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია