საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციური აზრი
„მთავრობას სურს, ყველაფერი დედაქალაქში „მოაყუჩოს“, რითიც ქუთაისს განვითარების პერსპექტივას უკარგავს“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/10 12:12:02

2014 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანია "სემეკი" ადგილმდებარეობას შეიცვლის და ქუთაისიდან თბილისში გადავა.

 

ამის მიზეზად „სემეკი" ოფიციალურ განმარტებას აკეთებს:  „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიამ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომისიის მომდევნო საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე - საერთაშორისიო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში, რომელთა უმეტესობაც მდებარეობს ქალაქ თბილისში’’.


ეს ფაქტი დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ, გააპროტესტა. პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ  მთავრობა ქუთაისის განვითარების ჩახშობით არის დაკავებული.

 

„რეალურად, მთავრობას სურს მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას და ყველაფერი მხოლოდ დედაქალაქში „მოაყუჩოს“. არ ჯერდებიან იმას, რომ ქუთაისს ეს სტატუსი დაუკარგონ და საერთოდ, ქალაქს განვითარების ყველანაირ პერსპექტივას უხშობენ’’– აღნიშნა თევდორაძემ.

 

თევდორაძის ინფორმაციით, " სემეკის" ადგილმდებარეობის შეცვლით 60 ადამიანი უმუშევარი რჩება, რასაც თავად კომპანიაში უარყოფენ   და ამბობენ, რომ ამ ადამიანებს სახელშეკრულებო ვადები ამოეწურათ და მათ იგივე თანამდებობის დაკავება უკვე შეცვლილი მისამართით, მაგრამ კონკურსის პირობებით, კვლავ შეეძლებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია