დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა C ვირუსის წინააღმდეგ
საქართველოში ც ჰეპატიტის მკურნალობის ორწლიანი პროგრამა იწყება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/09 22:07:57

საქართველოში ც ჰეპატიტის  მკურნალობის ორწლიანი პროგრამა იწყება, რაც გულისხმობს, რომ  1000 პატიმარი უფასოდ მიიღებს მედიკამენტებს, ხოლო სამოქალაქო სექტორის 10 ათასამდე პაციენტი 60%–იანი ფასდაკლებით  ისარგებლებს


საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით 2014 წლიდან ც ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის  პროექტის განხორციელება დაიწყო.


პროექტის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.


პროგრამა მოიცავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში  მყოფი პირებისათვის ც ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფას და სამოქალაქო სექტორის ათი ათასამდე ბენეფიციარისათვის  ც ჰეპატიტის სამკურნალო  მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასის გავრცელებას,  რომელიც 60%–მდე ფასდაკლებას ითალისწინებს.


პროგრამის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდება  წელიწადში 12000–მდე პატიმარს,  ბ ჰეპატიტზე  ვაქცინაცია ჩაუტარდება 5 000 პატიმარს და სპეციალური  კრიტერიუმის საფუძველზე  ც ჰეპატიტის  საწინააღმდეგო  მკურნალობაში  ჩაერთვება წელიწადში 500–მდე პაციენტი.


სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ც ჰეპატიტის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ვირუსის  გამოკვლევის შემდეგ  პაციენტთა მკურნალობას გულისხმობს, მსჯავრდებულთა მკურნალობა სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე  2014 წლის მარტიდან დაიწყება.


 ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ც ჰეპატიტის პროგრამის ირგვლივ შემდეგ კომენტარს აკეთებს:

 

 – პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად დაიწყო, თუმცა პროექტის მიხედვით, ამ პროგრამით ისარგებლებენ სამოქალაქო პირებიც, რომელთათვისაც ფასები ც ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე 60%–თ ნაკლები იქნება.

 

ეს არის ყველაზე დაბალი ფასი და ეგვიპტის შემდეგ მეორე ადგილზე  საქართველოა სიიაფის მიხედვით.  სამოქალაქო სექტორში ამ პროგრამით ისარგებლებს 10 ათასამდე პაციენტი, ხოლო სასჯელთაღსრულების დეპარტამენტში კი ათასი პაციენტი. თუმცა, ეს არ არის ზღვარი   და შესაძლებელია, პროექტი გაგრძელდეს.


ც ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე არსებული შეღავათი გულისხმობს  რომ 2014–2015 წლებში  სამოქალაქო სექტორის  10 000–მდე  პაციენტებისათვის ც  ჰეპატიტის  სამკურნალო მედიკამენტების  ( 1 ამპულა  პეგილირებული ინტერფერონისა და  1 კოლოფი რიბავირინის ) ღირებულება შეადგენს 92, აშშ დოლარს 88 ცენტს , აშშ დოლარის ექვივალენტს ვალუტაში, რაც დღეს  საქართველოს ბაზარზე პეგილირებული ინტერფერონის  არსებულ ფასზე 60%–ით ნაკლებია – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია