დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაახალწლევს დასაცავი დიეტა, ანუ როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები 7 დღეში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/09 17:37:03

უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან, ან უფრო ადრეც, თითქმის ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ზედმეტ კილოგრამებზე წუწუნებს. „ქართული წესით“ დამზადებულ უამრავ კალორიულ საჭმელს და გემრიელ ნუგბარს არასასურველი შედეგი მოაქვს და ჭარბწნიანობის პრობლემაც აღარ აყოვნებს. მხიარული შობა-ახალი წლის შემდეგ უმრავლესობა დეპრესიაშიც ვარდება და წონის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას იწყებს.

ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთკვირიან და ეფექტურ გზას გთავაზობთ.

 


შემოთავაზებული მენიუს ზუსტი დაცვით თქვენ 10 კგ-ის დაკლებას შეძლებთ. მოცემული დიეტა ჭარბი წონის გარდა, შლაკებისგანაც გაგათავისუფლებთ.

 

 

დღე პირველი

ვსვამთ ყველანაირ სასმელს: წყალს, ჩაის, ყავას, მინერალურ წყალს, წვენს, რძეს, კეფირს და ბულიონებსაც კი. ერთადერთი წესის დაცვა კი მაინც მოგვიწევს - ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს უშაქრო.

 

 

დღე მეორე

მეორე დღეს მივირთმევთ ყველა სახის ბოსტნეულს შეუზღუდავი რაოდენობით, გარდა კარტოფილისა. სასურველია სალათების მიღება კომბოსტოს დამატებით, რადგან ამ ბოსტნეულს ცხიმის დაწვის კარგი უნარი აქვს. შესაძლოა, სალათს ლიმონის წვენი ან/და მცენარეული ზეთი მოვასხათ. არ შეიძლება მაიონეზით შეზავება. ამ დღეს ვსვამთ მარტო წყალს და არავითარ შემთხვევაში არ ვეკარებით სხვა სასმელს.

 

 

დღე მესამე

მესამე დღეს ისევ სითხეა რეკომენდირებული. ვსვამთ ყველაფერს, რაც გვინდა და ისევ ერთი პირობით - ყველანაირი ტიპის სასმელი უნდა იყოს უშაქრო

 

 

დღე მეოთხე

მივირთმევთ ნებისმიერი სახეობის ხილს, გარდა ბანანისა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს რაციონში დავამატებთ გრეიფრუტს და ანანასს. ორივე სახეობის ხილი კარგად წვავს ცხიმს.

 

 

დღე მეხუთე

უნდა ვჭამოთ მოხარშული კვერცხი, შესაძლებელია ქათმის მოხარშული ფილე და იოგურტიც. ვსვამთ მხოლოდ წყალს.

 

 

დღე მეექვსე

ისევ ვსვამთ ყველანაირ სითხეს და ისევ უშაქროდ.

 

 

დღე მეშვიდე

დიეტის ბოლო, მეშვიდე დღეს კი მივირთმევთ: დილით 2 მოხარშულ კვერცხს და ნებისმიერი სახის ხილს, ბანანის გარდა. სადილად რეკომენდირებულია ბულიონი და ხილი - ყველაფერი, გარდა ბანანისა. საღამოს კი მარილისა და მცენარეული ზეთის დამატებით

შეგვიძლია სალათიც მოვიმზადოთ.

 

წყარო "საზოგადოება.გე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია