დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
ყოფილი შს მინისტრის პროცესზე ყოფილი დასაქმების მინისტრი დაკითხეს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/09 17:15:38

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის,  ვანო მერაბიშვილის, სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა გაიმართა.

 

ამ დროისათვის პროკურატურის მიერ მოწმის სტატუსით სამი პირივნებაა დაკითხული , რომლებმაც  სამუშაოთა მაძიებლის პროგრამის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. აღნიშნული მიმართულებით დღეს პროკურატურის შეკითხვებს რამდენიმე საათის მანძილზე პასუხობდა იმჟამინდელი დასაქმების მინისტრი, პაატა ტრაპაიძე.

 

’’გამოძიებას არააქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ჩემი პასუხებიც მარტივად ცალსახაა, მე არამარტო მაშინ, დღესაც მზად ვარ, თუ მთავრობას დასჭირდება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დავეხმარო დასაქმების სფეროში, რადგან უდაოა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა და დასაქმება ნომერ პირველი პრობლემაა.

 

ჩვენ მაშინ ვაწარმოებდით ანალიტიკურ  საქმიანობას და ვაწვდით მთავრობას რეკომენდაციებს, თუ როგორ დაჩქარებულიყო დასაქმების პროცესები ქვეყანაში.  როდესაც მკურნალობას იწყებენ,  ჯერ დიაგნოზს სვამენ და ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვიმყოფებოდით’’ – აღნიშნა ტრაპაიძემ.

 

სასამართლო პროცესს არ დასწრებია თავად ვანო მერაბიშვილი და არც ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენელი.

 

დღევანდელი პროცესის დეტალებზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა რევაზ თოფურიძემ:


,,საქმის მსვლელობისას მტკიცებულების გამოკვლევა ობიექტურად მიმდინარეობს. დღეს აგარაკის დეტალებზეც ვისაუბრეთ და მოწმეებმა ფაქტები დაადასტურეს"–  განაცხადა  თოფურიძემ.


 

შეგახსენებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, რაც  5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია