დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება #19 ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში და რატომ ითხოვენ პატიმრები შველას?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/08 20:08:08

 

მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა სოციალური მდგომარეობა ბოლო დროს თითქოსდა გაუმჯობესდა, სასჯელთაღსრულებით დაწესებულებებში   პატიმრები სასჯელთაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოქცევაში და ზოგჯერ წამებაშიც  კი ადანაშაულებენ,უფრო მეტიც, დღესაც  გაურკვეველი მიზეზებით იღუპებიან პატიმრები.


ამჯერად პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაშიც  განიცდიან ფიზიკურ  და ფსიქოლოგიურ წამებას, ამის შესახებ  პატიმრებმა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი თევზაძეს მიმართეს  განცხადებით. სადაც  საუბარია, იმაზე, რომ სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულ მსჯავრდებულები  ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ქვეშ არიან.


გიორგი თევზაძს მსჯავრდებულების განცხადებაში მითითებული გარემოებები საფუძვლიან და ობიექტურ შესწავლ ითხოვს სასჯელთაღსრულების  სამინისტროს კომპეტენტური უწყებისა და სამართალდამცავი ორგანოების  მხრიდან.


_მიგვაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული მთელი რიგი რეფორმების ფონზე, მსგავს ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ წერილში მითითებული ფაქტების არსებობის დადასტურების შემთხვევაში,ამ ფაქტებზე რეაგირება მოხდება. ამჯერად  პატიმართა წამების  ფაქტები სისტემურ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ ცალკეულ  თანამდებობის პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს წარმოადგენს, რაც აღარ უნდა განმეორდეს.  

მსჯავრდებულთა განცხადება  ჩვენი ორგანიზაციის  მიერ აყვანილია განსაკუთრებულ კონტროლზე და მასზე განხორციელდება საზოგადოებრივი მონიტორინგი. დამატებით გაცნობებთ, რომ კანონის ფარგლებში  ჩვენი ორგანიზაცია ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად შეისწავლს განცხადებაში მითითებულ გარემოებებს “._განცხადა  გიორგი თევზაძემ.  

 უფლებადამცველმა  მსჯავრდებულების  განცხადებაზე რეაგირებისათვის წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს.   

  სასჯელთაღსრულებით დაწებულებაში  შექმნილი მდგომარეობა  ჯერჯერობით უცვლელია, თუ სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში პატიმრებს ფიზიკურად უპირისპირდებიან, მაშინ  წარმოიდგინეთ, უშუალოდ დაწესებულებებში რა ხდება?  იმედია, ბოლო მოეღება პატიმართა მიმართ  ღირსების შემლახავ ქმედებებს, რომელიც დღემდე გრძელდება და  სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილებამაც ვერ უშველა.

 

     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია