საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შობის დღესასწაული
ქუთაისი ალილოსთვის ემზადება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/06 18:18:18

ქუთაისის №12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს საშობაო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი შობის მისალოცად ქუთაისის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციას ეწვივნენ. პატარებმა საშობაო სიმღერით ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს და ვიცე-გუბერნატორებს შობის მოახლოება ახარეს. თავის მხრივ, შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორებმა პატარებს მადლობა გადაუხადეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.

 

ღონისძიების მონაწილეების თქმით, მათი მიზანი შობის დღესასწაულის გალამაზებაა.


ხვალ ქუთაისში დიდი საშობაო მსვლელობა გაიმართება.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი  შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.  ისინი საზეიმო მსვლელობის დროს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემენ.

 

ალილოს მონაწილეებს, ტრადიციულად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე დალოცავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია