დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმში ეკომიგრანტებს ელექტროენერგია გაუთიშეს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/06 11:35:26

 

ბათუმში ეკომიგრანტებმა აქცია გამართეს, ისინი უკვე ერთი წელია იმყოფებიან ყოფილი სკოლის შენობაში, რომელიც თავად  გაარემონტეს და ელექტროგაყვანილობაც  კი გაიყვანეს. ეკომიგრანტებს კომპანია " ენერგო–პრო ჯორჯიამ" სანქციები დაუწესა და ელექტროენერგია გაუთიშა. ეკომიგრაანტები აცახადებენ, რომ შენობაში შექი შეიყვანეს, მაგრამ  ახალი წლის დღებში მათ გამოურთეს ელექტროენერგია.

ახლა ეკომიგრანტები რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ, ისინი აცხადებენ, რომ  თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს  და არ აღუდგენს ელექროენერგიის მიწოდებას მათ, მაშინ ყველაზე უარეს უნდა ელოდონ მათგან.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე  კომპანია "ენერგო–პრო–ჯორჯიას" მოუწოდებს, რომ ეკომიგრანტებს ნუ დატოვებენ  იანვრის  ცივ დღეებში უშუქოდ და მცირეწლოვანი ბავშვები მაინც შეიცოდონ.

თავად "ენერგო–პრო–ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  ავთანდილ დვალიშვილი აცხადებს, რომ ეკომიგრანტებისათვის ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვეულია იმის გამო , რომ ეკომიგრანტებს არ აქვთ დაფიქსირებული სააბონენტო ნომერი. თუ ისინი დროულად  მოაწესრიგებენ საბუთებს, იმ შემთხვევაში აღუდგებათ ელექტროენერგია.

 

_მოგეხსენებათ ელექტროენერგია უფასოდ არცერთ ქვეყანაში არ არის, წინასაახალწლოდ გამოვიჩინეთ გულისხმიერება და ჩავურთეთ ელექტროენერგია ეკომიგრანტებს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ჩავრთავთ, რადგანაც დანახარჯი დიდი იქნება ._ განაცხადა "ენერგო–პრო–ჯორჯიას" წარმომადგენელმა.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია