დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
პატიმარ გაგა არზიანის წამების ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/04 23:09:31

       

რამდენიმე  ხნის წინ  პატიმარ გაგა არზიანის    ციხიდან გამოგზავნილი   წერილი დავბეჭდეთ,სადაც პატიმრის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის  შესახებ იყო საუბარი.  არზიანის წერილი უფლებადამცველმა  გიორგი თევზაძემ პროკურატურას გადაუგზავნა.  როგორც  უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს პროკურატურიდან აცნობეს, გაგა  არზიანის    წამების ფაქტზე  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


პროკურატურიდან  უფლებადამცველ გიორგი თევზაძის მიმართ გამოგზავნილ წერილში  ვკითხულობთ:


- ქ.თბილისის ისან–სამგორის რაიონული პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის ნომერი 004181012801 საქმეზე, სასჯელთაღრულების ნომერ პირველი დაწესებულების  თანამშრომლების მიერ  მსჯავრდებულთა  წამების ფაქტებზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე, მუხლის მეორე ნაწილის  "ა" და "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვეპუნქტის ნიშნებით,მოწმის სახით ორჯერ დაიკითხა  მსჯავრდებული გაგა არზიანი, მიმდინარეობს გამოძიება.


შიდა ქართლისა და მცხეთა თიანეთის  საოლქო პროკურატურის  საგამომძიებო ნაწილის  წარმოებაში არსებულ  სისხლის სამართლის ნომერი 073081111001 საქმეს, სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულეოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა მე–19 სამკურნალო  დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი  ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით, 2013 წლის 2 ოქტომბერს, მოწმის სახით დაიკითხა გაგა არზიანი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


- იმედია, გამოძიება  სიღრმისეულად შეისწავლის განცხადებაში  აღნიშნულ გარემოებებს და დანაშაულის დადასტურების  შემთხვევაში  დამნაშავე დაისჯება. ისინი, ვინც მხილებული არიან არზიაინის მიმართ არადამიანურ მოპყრობაში_ განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

        

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია