დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანადგომა
აქცია–კონცერტი სამტრედიაში: „დავეხმაროთ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/01/04 19:38:40

სამტრედიაში გაიმართა ცერებრალური (ბცდ ) დამბლით დაავადებული  უნარშეზღუდული ბავშვებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ სამტრედიაში მცხოვრები უნარშეზღუდული ბავშვები, თავიანთი ოჯახებით.


აქცია-კონცერტი  “ინვალიდთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის“  ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე 19 წელია, რაც ფუნქციონირებს და ემსახურება მსგავსი დაავადების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.  ლიგას 2012 წელს ფინანსთა სამინისტრომ მიანიჭა სააქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.


„ჩვენი ლიგა ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება, ჩავდივართ საქართველოს ყველა იმ ქალაქში, საიდანაც კი მოგვაწვდიან ინფორმაციას ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების შესახებ. ვკრიბავთ ამ ბავშვებს და  ვცდილობთ გავულამაზოთ ყოველრღიურობა.

 

ჩვენი ღონისძიებების ძირითადი ინიციატორები, თავად კონკრეტული ქალაქიას წარმომადგენლები არიან. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სისტემატიური ხასიათი მიიღოს ამ ღონისძიებებმა და ყოველ თვეში ერთხელ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ ამ ბავშვებს, გვაქვს სურვილი სრულიად საქარეთველოს მასშტაბით განვახორციელოთ მსგავსი ღონისძიებები“- განაცხადა ps.news.ge- სთან საუბრისას “ინვალიდთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის“  დირექტორმა არჩილ გოგბერაშვილმა.


კონცერტზე  მომღერლებმა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შეასრულეს, მასში მონაწილეობა მიიღო პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულმა ვანო ფიფიამ, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 2 წელია, რაც აღნიშნულ ლიგასთან თანამშრომლობს.


„ესეთი კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ ბავშვებისათვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანებს და მე, კიდევ დიდხანს მინდა ,რომ გავაგრძელო ამ ხალხთან ურთიერთობა, ერთად შევეცდებით გავულამაზოთ ერთი დღე მაინც ყველა იმ ბავშვს, ვისაც მსგავსი პრობლმის გამო არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება “- განაცხადა ვანო ფიფიამ.


ღონისძიების ბოლოს, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, სადაც ძირითადად ტკბილეული და სხვადასხვა საოჯახო მოხმარების პროდუქტი იყო.( დაახლოებით 17 დასახელების პროდუქტი).


ორგანიზატორების განცხადებით, ისინი კკვლავაც გეგმავენ მსგავსი ღონისძიების ჩატარებას  სრულიად საქართველოს მასშტაბით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია