დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბრნატორმა ე.წ. საზღვრისმიღმა სოფლის მოსახლეობა მოინახულა
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/04 15:45:08

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ე.წ. საზღვრისმიღმა სოფლის მოსახლეობა მოინახულა. საჩხერის რაიონ სოფელ პერევში მხარის რწმუნებული  რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთნ ერთად ჩავიდა.

ზაზა მეფარიშვილი პერევში  სოფელ ქარძმანის მოსახლეობას შეხვდა,  საახალწლო ნობათი გადასცა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

„ადგილობრივებმა ერთ-ერთ  მთავარ პრობლემად  სახნავ-სათესი მიწების დამუშავება დაასახელეს და  სურვილი გამოთქვეს, რომ შესაბამისი ტექნიკით დავეხმაროთ. აქვე გამოიკვეთა ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემაც. როგორც გაირკვა, სოფლის 6 ოჯახი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ შესაძლებლობის ფარგლებში“,-განაცხადა იმერეთის გუბრნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

 

სოფელი ქარძმანი ე.წ. საზღვრის მიღმა 2008 წლის შემდეგ მოექცა. სოფელში 38 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ისინი როგორც ქართული, ისე რუსული საბუთებით სარგებლობენ. მათ საჩხერის რაიონის ქართულ სოფლებთან ურთიერთობა ამ დრომდე აქვთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია