საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დემოგრაფია
ახალი წლიდან დეკრეტული შვებულებების ხანგრძლივობა და ანაზღაურება გაიზარდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/04 15:25:25

დეკრეტული შვებულებების დღეების რაოდენობისა და დეკრეტული ანაზღაურების გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შედის. 



კერძოდ, "შრომის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა. აქედან ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.



დეკრეტული შვებულებების ზრდის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება იმ პირებზეც აისახება, რომლებსაც ახალშობილი შვილად აჰყავთ. კერძოდ, დასაქმებული, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს იშვილებს, დეკრეტული შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.



რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და შესაბამისი თანხების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, "შრომის კოდექსის" ახალი მუხლების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი თანხის ოდენობა არა უმეტეს, 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. 



ამასთან, კანონი ამბობს, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება დამატებით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ. 

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3401
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია