საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ახალი ვიცე-გუბერნატორები დაინიშნენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/03 16:39:44

მხარის რწმუნებულის მოადგილეები იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა დღეს წარადგინა. იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე 31 წლის ქალბატონი სალომე იობიძე იქნება. სალომე იობიძე ვიცე-გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებში მუშაობდა. იგი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მხარის რწმუნებულის  ზაზა მეფარიშვილის თქმით, ახალგაზრდა ქალბატონის დანიშვნა მაგალითი და სტიმული იქნება სხვა ახლგაზრდა ნიჭიერი ადამიანებისთვის.

სპეციალობით არქიტექტორია გუბერნატორის მეორე მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი, რომელიც ქუთაისის მერიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ქალაქის მთავარი არქიტექტორის პოსტსაც იკავებდა. ალექსანდრე იოსებაშვილი ასევე სამართლის სპეციალისტია.

ყოფილი ბანკირი იქნება მეფარიშვილის მესამე მოადგილე. ხვიჩა უშხვანია 18 წელია საბანკო სფეროში მოღვაწეობს. ბოლო წლებში იგი „რესპუბლიკა ბანკის“ ქუთაისის მთავარი ოფისის მმართველი იყო.

იმერეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა  ზაზა მეფარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მოადგილეები საზოგადოების მოლოდინებს გაამართლებენ.

„გუბერნიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულებამდე მე შევეცდები დაგარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში და ასევე იმაში, რომ ეს ადამიანები თავიანთ რესურსებს ბოლომდე ჩადებენ კონკრეტულ საქმეში“ -განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია