დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად და როგორ შეგიძლიათ გაერთოთ ქუთაისში, ახალი წლის დღეებში...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/31 16:11:11

წყნარ და მშვიდ ქუთაისს ახალი წელი ზარ-ზეიმით უახლოვდება და თან უამრავი თბილი, სასიამოვნო და  სახალისო წუთები მოაქვს, რაც ქუთაისელ ხალხს საახალწლო დღეებს კიდევ უფრო გაულამაზებს.

 

 2014 წელს  ზოგი ოჯახთან, ზოგი კი მეგობრებთან ერთად ხვდება. მათ კი, ვისაც უნდა, რომ სადღესასწაულო დღეებით დაუვიწყარი სიამოვნება მიიღოს და მხიარულება დაიბედოს, ქუთაისი მრავალფეროვან არჩევანს  გპირდებათ...

 

 

მაშ, ასე, სად შეიძლება გაერთოთ ქუთაისში ახალი წლის დღეებში:

 

ჩაის სახლი "Foe-Foe"  დროის სასიამოვნოდ და დაუვიწყარ გატარებას გპირდებათ.

 

 

· 31 დეკემბერს, კულტურის სამინისტროსთან ერთად, ჩაის სახლი გამოფენა-გაყიდვას აწყობს. ასევე მოეწყობა ჩაის ასორტის გამოფენა. ამავე დღეს გამოვლინდება და დაჯილდოვდება გამარჯვებული კონკურსშიმიწერე წერილი სანტას“.

 

 

·  1 იანვარს ჩაის სახლი რობი კუხიანიძის საღამოს გჩუქნით, აკუსტიკური გიტარითა და ვიოლინოთი. როგორც ორგანიზატორი გვეუბნება, რობი მსმენელის წინაშე სულ სხვა კუთხით წარსდგება... (ადგილები ლიმიტირებული არ არის)

 

 "Art Cafe Blues"  ახალი წლის მშვენიერ ღამეს თეატრალურ პროგრამას გვპირდება, რომელსაც და-ძმა მიქაძეები წაიყვანენ, ასევე აქ დაუკრავენ ბენდები: „სამიზნედამუზეუმი“.  ახალი წლის პირველი დღე შეგიძლიათ, სასიამოვნოდ გადაათენოთ კომფორტულ გარემოში (ადგილები ლიმიტირებულია, ერთი ადამიანი  100 ლარი. მაგიდა მხოლოდ ადგილზე მისვლით შეგიძლიათ დაჯავშნოთ).

 

 "Bar-Restaurant Palaty"   31-ში თქვენი საღამოს გასალამაზებლად  გიორგი ძამუკაშვილს მასპინძლობს.
1
იანვრის დილიდან კარგ განწყობას ცოცხალი მუსიკა შეგიქმნით, ბენდი, პიანისტი, ვიოლინოს გოგოები... ხოლო 2 იანვარს გიორგი ტიგანიშვილი (ადგილები ლიმიტირებულია, დაჯავშვნა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც).

 

"jazz art"  სიურპრიზად იტოვებს, თუმცა იმას მაინც გვიმხელს,რომ ახალი წლის ღამეს მათთან თბილისიდან მოწვეულახალი ხმისერთ-ერთ ცნობილ მონაწილეს ვიხილავთ.

 


ყოველ ხუთშაბათს  კარაოკეთი,ხოლო ყოველ შაბათს  ბენდით იგი ნებისმიერ მსურველს სასიამოვნო საღამოს გატარებას პირდება.

 

  

ახალი წლისთვის მზადებაა თეატრებშიც...

 

 · ლადო მესხიშვილის სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრში 29 დეკემბერს პრემიერა გაიმართება ფერნანდო არბალი PiCNiC" . დამდგმელი რეჟისორი კახაბერ გოგოლაშვილი. კომედია ერთ მოქმედებად - დასაწყისი 17 საათზე.

 

 

· 2იანვარს ნაჩვენები იქნებაკომედი შოუსადაკომედი არხისფილმი "Mr. ძიძა"  - 14 საათზე  და 17 საათზე.

 

 

· 30 დეკემბერს,16 საათზე, ქუთაისის ოპერის თეატრში ხელოვნების სკოლის გალა კონცერტი გაიმართება;

 

 

· 1 და 2 იანვარი  საბავშვო ნიღბების თეატრი.

 

 

რაც შეეხება კულტურის სამსახურს, 31 დეკემბერს იგი ქალაქში აწყობს სახალისო ღონისძიებებს.

 

 

· უკვე დღის მანძილზე მორთული იქნება რადიუმის ტერიტორია და ამ ქუჩას ერთი დღით დაერქმევათოვლის ბაბუის ქუჩა ნომერი 1“,  31 დეკემბერს ქალაქში დილიდან იმოძრავებს ღია ავტობუსი, სადაც თოვლის ბაბუასთან ერთად ისხდებიან ბერიკების და ნიღბების თეატრის მსახიობები. ავტობუსი მოივლის ქალაქის ცალკეულ უბნებს, ასევე შეხვდება მუნიციპალიტეტებთან მრავალშვილიან ან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, რომელთაც დაურიგებს საახალწლო საჩუქრებს.

 

 

· მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სტილიზებული საახალწლო ბაზრობა, სადაც გაიყიდება საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ქართული ხალხური რეწვის ტრადიციების შესაბამისად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები (თექა, გობელენი, ბისერი, ტიხრული მინანქარი, თიხა), საახალწლო აქსესუარები, მისალოცი ბარათები, და ..

 

 

· საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით ტერიტორია მოირთვება დიზაინერების მიერ გაწყობილი ნაძვის ხეებით, აივნებზე გადმოიფინება ფარდაგები, გაჟღერდება საახალწლო მელოდიები და ..

 

 

· თოვლის ბაბუა თავისი ამალით ერთგვარი საზეიმო მსვლელობით შეაბიჯებს მონ პლაზირის თაღში და განთავსდება შესაბამისად მორთულ ქოხში, სადაც შეინახება სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული გოზინაყი, რომელსაც თოვლის ბაბუა დაურიგებს ბავშვებს.

 

 

·  მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აგრეთვე გაიმართება გასართობი თეატრალიზებული წარმოდგენები თოჯინების თეატრის, ბერიკების თეატრის და ნიღბების თეატრის მონაწილეობით.

 

 

· საღამოს კი გაიმართება კონცერტი, სადაც გამოვლენ ადგილობრივი შემსრულებლები და ასევე ჯგუფი „აუტსაიდერი“.  პოპულარული მომღერლები შეასრულებენ საახალწლო და საშობაო სიმღერების ქავერ ვერსიებს.

 

 

· 3 და 4 იანვარს ყინულის მოედანზე გაიმართება წარმოდგენაზღაპრული შოუ“, სადაც 350-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი დასაჩუქრდება...

 

ეს და კიდევ მრავალი სახალისო ღონისძიება გელოდებათ წინ ახალი წლის დღეებში...

 

მარიამ ხურციძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია